ჩემპიონთა ლიგა. III ტური. F ჯგუფი: "არსენალმა" "ბაიერნი" დაცხრილა [VIDEO]

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალმა" დაგვანახვა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" დამარცხებაც შესაძლებელია.

არადა, აქამდე "მეთოფეებს" ლიგაზე ყველაფერი წაგებული ჰქონდათ და ნაკლებად მოსალოდნელი იყო თუ მაინცდამაინც გერმანულ გიგანტთან გამოიდებდნენ თავს. თამაშის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, როდესაც ოლივიე ჟირუმ ანგარიში გახსნა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მესუთ იოზილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:0.

ბურთის ფლობაში "ბაიერნმა" მნიშვნელოვნად დაჯაბნა მეტოქე, თუმცა სხვა კომპონენტებში მასპინძლებმა არაფერი დაუთმეს სტუმრებს და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დამსახურებულად მოიგეს.

საგულისხმოა, რომ პირველი გოლი "არსენალმა" მანუელ ნოიერის უხეში შეცდომის შედეგად გაიტანა - გერმანელთა მეკარე
უხეიროდ გამოვიდა კარიდან, ბურთს ასცდა და შემდეგ ბადეშიც იხილა.

არადა, იქამდე ნოიერი შეუდარებელი იყო და ერთხელ ისეთი ბურთი აიღო, რომ გორდონ ბენქსის ცნობილი ეპიზოდი გაგახსენდებოდათ 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან.

ნოიერმა იოზილსაც კინაღამ აუღო და იქაც სასწაული რეაქცია გამოავლინა, თუმცა ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზმა და გოლი სამართლიანად ჩაითვალა. მაშ ასე, "არსენალმა" პირველი სამი ქულა აიღო და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლონდონელთა უშუალო კონკურენტი "ოლიმპიაკოსია", რომელმაც ზაგრებში მინიმალური ანგარიშით სძლია "დინამოს" და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ბერძნებს 6 ქულა აქვთ, "ბაიერნთან" ერთად ლიდერობენ ჯგუფს და ბუნებრივია, რომ პლეი ოფში გასვლის პრაქტიკული და საკმაოდ რეალური შანსი აქვთ. მით უმეტეს, იმავე "არსენალთან" შინ აქვთ სათამაშო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არსენალი-ბაიერნი 2:0
გოლები: 1:0 ჟირუ (77), 2:0 იოზილი (90)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშენლი, მონრეალი - კასორლა, კოკლენი - რამზი (57. ჩემბერლენი), იოზილი, სანჩესი (82. გიბსი) - უოლკოტი (74. ჟირუ)
ბაიერნი (4-5-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ალაბა, ბერნატი - მიულერი, ალკანტარა, ჩაბი ალონსო (70. კიმიხი), ვიდალი (71. რაფინია), დუგლას კოშტა - ლევანდოვსკი
გაფრთხილება: ჟირუ (არსენალი)
კუთხური: 5-11; ჯარიმა: 8-7; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 12-13 (8-8); ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 60 000

დინამო ზ.-ოლიმპიაკოსი 0:1
გოლი: 0:1 იდეიე (79)
დინამო ზ. (4-3-3): ედუარდო - მატელი, გონსალო, ტარაველი, პივარიჩი - მაჩადო, ანტოლიჩი, როგი (87. კორიჩი) - სუდანი, ფერნანდესი (73. ენრიკესი), ჰოდრიჩი (61. პიაცა)
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): ხიმენესი - ელაბდელაუი, ბოტია, სიოვასი, მასუაკუ - მილივოევიჩი, კასამი - სება (90. და კოსშა), ფორტუნისი (72. დომინგესი), პარდო (83. სალინო) - იდეიე
გაფრთხილება: ტარაველი, სუდანი - სიოვასი, ელაბდელაუი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 7-12 (2-5); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 25 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 3 2 0 1 8-2 6
2. ოლიმპიაკოსი 3 2 0 1 4-5 6
3. არსენალი 3 1 0 2 5-5 3
4. დინამო ზ. 3 1 0 2 2-7 3

მომდევნო ტური
4 ნოემბერი:
ბაიერნი-არსენალი,ოლიმპიაკოსი-დინამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
vetanxmebi wina komentaris avtors,ar utamashia martla bayerns
soso
14:22 21-10-2015
0
Jabsona..100% იანია. და ბევრმა კაი დიდი ფულიც მოიგო))) და ასევე ლევერკუზენი რომაზეც ლაივზე სასწაული ფული გაკეტდებოდა!!! ბიზნესია ყველაფერი რა სპორტი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული