ჩემპიონთა ლიგა. III ტური. G ჯგუფი: ლონდონში შეხვედრამდე [VIDEO]

AutoSharing Option
ბურთი უფრო კიეველებს ეჭირათ, "ჩელსი" კი შედარებით ხშირად ურტყამდა მეტოქის კარისკენ.

თუმცა ლონდონელებს ფანტაზია აკლდათ და ისევ მძიმედ გამოიყურებოდნენ, მოგვიანებით "დინამო" მეტოქეს დარტყმების მხრივაც წამოეწია. უკრაინელებს ესმოდათ, რომ შინ "პორტუსთან" მარცხს ძლივს გადაურჩნენ და არც მეორე უშუალო კონკურენტთან ჰქონდათ საშიანო მარცხის უფლება.

მათი გარკვეული სიფრთხილეც აქედან მოდიოდა. ფრე აბსოლუტურად ლოგიკური შედეგი გახლდათ. "ჩელსი" მესამე ადგილზე რჩება, მაგრამ ჟოზე მოურინიო თავს იმით იმშვიდებს, რომ კიეველებთან და თავის ყოფილ კლუბ "პორტუსთან" მეორე მატჩები საკუთარ კედლებში ელოდება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პორტუგალიელებს კი უშუალო კონკურენტების
მატჩით უნდა ესარგებლა და ჯგუფის აუტსაიდერთან თელ-ავივის "მაკაბისთან" 3 ქულა მოეპოვებინა. ამ ამოცანას ხულენ ლოპეტეგის გუნდმა თავი ძალიან კარგად გაართვა. "დრაკონებმა" მეტოქე ტაიმის ბოლოს გატეხეს და ყველაფერი შესვენებამდევე მოაგვარეს.

მთავარი კაცი ვენსან აბუბაქარი გახლდათ, რომელმაც ჯერ თავად გაიტანა, მერე კი იასინ ბრაჰიმის უპასა. მას კი მიგელ ლაიუნმა უპასა და ეს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კამერუნელ ფორვარდს მექსიკელის ჩაწოდების მერე გააქვს, ლაიუნმა აბუბაქარს ბურთი თავზე კიევის "დინამოსთან" შეხვედრაშიც დაასვა.

მეორე ტაიმში პორტუელებმა თავი არ გადაიტვირთეს, მშვიდად მიიყვანეს მატჩი გამარჯვებამდე და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდნენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პორტუ-მაკაბი 2:0
გოლები: 1:0 აბუბაქარი (37), 2:0 ბრაჰიმი (41)
პორტუ (4-3-3): კასილიასი - მ. პერეირა, მარტინს ინდი, მარკანო, ლაიუნი - ანდრე ანდრე, რუბენ ნევეში, იმბულა (54. დ. პერეირა) - კორონა (54. ტელიო), ბრაჰიმი (84. ერერა), აბუბაქარი
მაკაბი (4-3-3): რაიკოვიჩი - ტიბი, გარსია, ბენ ჰაიმ I, ბენ ჰარუში - მიტროვიჩი (56. რიკანი), ალბერმანი, პერეტცი - მიხა (73. ვერმუტი), ზაჰავი, ბენ ჰაიმ II (84. იცხაკი)
გაფრთხილება: კორონა - მიხა, ბენ ჰაიმ II, გარსია
კუთხური: 13-0; ჯარიმა: 9-7; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 16-12 (5-1); ბურთის ფლობა: 57%-43%.

დინამო კ.-ჩელსი 0:0
დინამო კ. (4-2-3-1): შოვკოვსკი - დანილო სილვა, ხაჩერიდი, დრაგოვიჩი, ვიდა - სიდორჩუკი, რიბალკა - იარმოლენკო, ბუიალსკი (83. გარმაში), გონსალესი - კრავეცი (78. მორაეში)
ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ზუმა, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - რამირესი, მატიჩი - ვილიანი, ფაბრეგასი (75. ოსკარი), აზარი - დიეგო კოსტა
გაფრთხილება: ბუიალსკი - ზუმა
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10-12 (5-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.

თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუ 3 2 1 0 6-3 7
2. დინამო კ. 3 1 2 0 4-2 5
3. ჩელსი 3 1 1 1 5-2 4
4. მაკაბი 3 0 1 2 0-6 0

მომდევნო ტური
4 ნოემბერი:
მაკაბი-პორტუ, ჩელსი-დინამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული