არადა, ესპანელები ამ მატჩს იგებდნენ უკრაინელი ევგენი კონოპლიანკას გოლით. მერე იაია ტურეს ბრწყინვალე თამაშს საბოლოოდ, ადილ რამის ავტოგოლი მოჰყვა, მას უილფრიდ ბონის დარტყმული მოხვდა.
ბოლოს კი კევინ დე ბრუინმა შეასრულა მშვენივრად და შორეულ დაბალ კუთხეში გამოზომილი დარტყმით თავისიანებს გამარჯვება მოუტანა. სევილიელებმა დასანანი მარცხი იწვნიეს და ახლა ესპანეთში "ქალაქელებთან" აუცილებლად უნდა იმარჯვონ, თორემ შანსებს საგრძნობლად
"იუვენტუსი" "გლადბახთან" შეხვედრაში აშკარა ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გერმანელებმა ლუსიენ ფავრის ნაცვლად ანდრე შუბერტის მოსვლის მერე, გვარიანად მოუმატეს. პირველი ტაიმი ძალიან მძიმე გამოდგა და ზუსტად კარში არც ერთ გუნდს არ დაურტყამს.
მცირე ტერიტორიული უპირატესობა მასპინძლების მხარეს გახლდათ, ისევე, როგორც კარისკენ დარტყმების მხრივ, მაგრამ რეალურ მომენტამდე საქმე ვერც ტურინელებს მიჰყავდათ და ვერც ბორუსიელებს.
ერთი ეპიზოდი უნდა გამოვარჩიოთ, როდესაც ალვარო დომინგესი შეცდა და ალვარო მორატა ფატობრივად პირისპირ გადიოდა, მაგრამ დომიგესმა ის წააქცია და მხოლოდ ყვითელი ბარათით გამოძვრა.
მეორე ნახევარში პოლ პოგბამ ორჯერ დაარტყა ზუსტად და ერთხელ ალვარო მრატა გაიყვანა სახიფათო პოზიციაზე, მაგრამ "იუვემ" ამ ეპიზოდებში ვერ იხეირა და ვერც ბოლო წუთებში შექმნა რამე, როდესაც შედარებით მოუმატა.
"გლადბახი" კი, რომელსაც კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამს, ფრეზე თანახმა გახლდათ და გერმანელები საფინალო სასტვენის მერე გაცილებით კმაყოფილები იყვნენ. შანსი ჯერ ისევ ყველას აქვს.
იუვენტუსი-გლადბახი 0:0
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა, მარკიზიო, პოგბა - კუადრადო (60. პერეირა), მორატა (81. დიბალა), მანჯუკიჩი (70. ძაძა)
გლადბახი (4-4-2): ზომერი - კორბი, კრისტენსენი, ალვარო დომინგესი, ვენდტი - ტრაორე (82. ჰანი), დაუდი (87. ნორდტვეიტი), თ. ჯაკა, ჯონსონი - შტინდლი, რაფაელი (74. აზარი)
გაფრთხილება: კიელინი - დომინგესი, ვენდტი, ჯაკა
კუთხური: 12-5; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 21-6 (2-0); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 40 940
სიტი-სევილია 2:1
გოლები: 0:1 კონოპლიანკა (30), 1:1 რამი (36-ს. კ.), 2:1 დე ბრუინი (90+1)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა (60. კოლაროვი), ოტამენდი, მანგალა, სანია - იაია ტურე, ფერნანდინიო - ნავასი, სტერლინგი, დე ბრუინი (90+3. კომპანი) - ბონი (76. ფერნანდო)
სევილია (4-2-3-1): სერხიო რიკო - კოკე (84. მარიანო), რამი, კოლოჯეიჩაკი, ტრემულინა - იბორა, კრიხოვიაკი - ვიტოლო, ბანეგა (66. კრონ-დელი), კონოპლიანკა (78. ნ’ზონზი) - გამეირო
გაფრთხილება: ბონი - იბორა, გამეირო
კუთხური: 5-12; ჯარიმა: 14-4; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 16-10 (6-2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 45 595
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 3 3 0 0 4-1 7
2. სიტი 3 2 0 1 5-4 6
3. სევილია 3 1 0 2 4-4 3
4. გლადბახი 3 0 1 2 1-5 1
მომდევნო ტური
3 ნოემბერი:
გლადბახი-იუვენტუსი,სევილია-სიტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"