კასილიასი ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული თამაშების რაოდენობით რეკორდსმენია

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების და პორტუგალიური "პორტოს" მეკარე იკერ კასილიასი ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული თამაშების რაოდენობით ახალი რეკორდსმენია.

გუშინ, 9 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ესპანელისთვის 158-ე გამოდგა. ამ მაჩვენებლით იკერი ხავი ერნანდესს დაეწია.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 34 წლის მეკარემ 6 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული