გულშემატკივრები "პორტუს" ფეხბურთელებს ლამის თავს დაესხნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"პორტუს" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ გულშემატკივრების აგრესია დაატყდა თავს.

ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ "დრაკონებს" გულშემატკივრებმა უსიამოვნო დახვედრა მოუწყვეს. აეროპორტში მყოფი ქომაგები სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ ფეხბურთელებს, ხოლო პოლიციას ფანატების შეკავებაც კი მოუხდა, რომლებსაც დამცავი ღობეების გარღვევა სურდათ.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსისა" და "პორტუს" შორის მატჩი ლონდონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. "პორტუ" ასპარეზობას ევროპის ლიგაზე გააგრძელებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული