ლუის სუარესი: ვიცით, რა კარგი ფეხბურთელია ტორესი, მაგრამ...

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლეს და ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

ბარსელონა-ატლეტიკო 2:1 - ყველაფერი მადრიდში გაირკვევა

"ფერნანდო ტორესის მოედნიდან გაძევება გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან ყველამ ვიცით, როგორი კარგი ფეხბურთელია ის, მაგრამ მან ორი სულელური ყვითელი ბარათი მიიღო. სამწუხაროა მისი გაძევება, კარგი იქნებოდა მთლიან შემადგენლობასთან მოგვეპოვებინა გამარჯვება.

ვიცოდით, რომ მეტოქის დამარცხება რთული იქნებოდა, თუმცა ჩვენ ეს შევძელით.
მთავარია, მადრიდში გამარჯვებულები მივემგზავრებით", - აღნიშნა ურუგვაელმა, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში საკუთარ ანგარიშზე დუბლი მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული