დიეგო სიმეონე: ბედნიერი და ამაყი ვარ ასეთი გუნდის ყოლით

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კატალონიის "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ბარსელონა-ატლეტიკო 2:1 - ყველაფერი მადრიდში გაირკვევა

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდელები "ბარსელონას" ესტუმრნენ და ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ.

"ფერნანდო ტორესის გაძევებამდე კარგად ვთამაშობდით. შესაძლებლობა გვქონდა კიდევ გაგვეტანა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

ბედნიერი და ამაყი ვარ, ასეთი გუნდი რომ მყავს. ყოველთვის პოზიტიური მხარეები უნდა დავინახოთ. განმეორებით შეხვედრას ოპტიმიზმით ვხვდებით.

დარწმუნებული ვარ, რომ "ვისენტე კალდერონი"მხარს დაგვიჭერს ერთ კვირაში", - განაცხადა არგენტინელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული