გაბი: პირველ ტაიმში "ბარსელონაზე" უკეთესები ვიყავით

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა გაბიმ "ბარსელონასთან" (1:2) ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ბარსელონა-ატლეტიკო 2:1 - რა იქნება მთვარის ბნელ მხარეს? [VIDEO]

"ნათელია, რომ ტორესის გაძევებამდე ანგარიში მიგვყავდა და ვდომინირებდით. პირველ ტაიმში უკეთესები ვიყავით, ახლა კი ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გაირკვევა.

არბიტრმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა? ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ნაკლები ყვითელი რომ ეჩვენებინა ჩვენთვის, კარგი იქნებოდა.

- უნდა გაეგდო თუ არა მსაჯს ლუის სუარესი? [VIDEO]

უმრავლესობაში მყოფი "ბარსელონა" ბურთს კარგად ანაწილებდა, ჩვენ კი პასით თამაშზე უნდა ვიმუშაოთ", -
თქვა გაბიმ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული