შეხვედრის მე-17 წუთზე საჯარიმოში წესები კაზემირომ დაარღვია, რის გამოც მადრიდელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც რიკარდო როდრიგესმა ითავა - 1:0. "ვოლფსბურგმა" "რეალს" გონს მოსვლა არ აცადა და 7 წუთში მაქსიმილიან არნოლდმა მადრიდელებს მეორეც გაუტანა, რითაც საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 14 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.