ვოლფსბურგი-რეალის გამოხმაურება: ცუდი, ცუდი, ცუდი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალს" გერმანიაში თამაში, როგორც წესი, ძალიან უჭირს, მაგრამ "ვოლფსბურგთან" თუ ამდენი პრობლემა შეექმნებოდა, მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო. მით უმეტეს, "ბარსელონასთან" მოგებული ელ კლასიკოს მერე. მეორე მხრივ, "ბარსელონასთან" ჭიდილს "სამეფო გუნდმა" იმდენი ენერგია შეალია, რომ...

- ვოლფსბურგი-რეალი 2:0 - "მგლის ფსიქოლოგია" ასეთია [VIDEO]

შესაძლოა, გულის სიღრმეში მაინც, მადრიდელებს "მგლებისადმი" არასათანადო დამოკიდებულება ჰქონდათ, რისთვისაც დაისაჯნენ. 0:2 ცუდი ანგარიშია, ძალიან არასასიამოვნო, მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ვოლფსბურგს" მაინც ძალიან მძიმე ბრძოლა ელის, ზინედინ ზიდანი "მგლებზე" კბილებს ილესავს.

"ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი: "დიდ კომპლიმენტს
ვუძღვნი ჩემს გუნდს და მის ფანებს. ეს ის იყო, რაც მინდოდა. გვსურდა, "რეალის" ნერვებზე გვეთამაშა. ვიბრძოლეთ, თავდაუზოგავად ვიმუშავეთ, იღბალიც ჩვენ მხარეს იყო და მხარდაჭერაც. ამიტომ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

ახლა კარგ პოზიციაში ვართ, მაგრამ ისიც გვესმის, რა შეიძლება მოხდეს მადრიდში. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მე თქვენ გაკვირდებოდით და არავის სჯეროდა, რასაც ვამბობდი, მაგრამ ხედავთ? ფეხბურთში მართლაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ გვაქვს შანსი, მადრიდის "რეალი" გამოვთიშოთ ასპარეზობას და შევეცდებით, თითოეული შანსი გამოვიყენოთ, რომელსაც მეტოქე მოგვცემს.

ბრუნო ენრიკე ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და საკვანძო მოთამაშე გახლდათ. გვინდოდა, "რეალი" გაგვეკვირვებინა მისი ძირითადში დაყენებით და სიურპრიზი გამოგვივიდა. ბრუნომ მართლაც კარგად ითამაშა არა მხოლოდ შეტევაში, დაცვაშიც. იგი მარსელოს წინააღმდეგ კარგი იყო. ახლა მადრიდში თამამად და კარგად უნდა ვითამაშოთ, რომ მივაღწიოთ იმას, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. მე მინდა ნახევარფინალში გასვლა".

"არ ვარ კმაყოფილი იმით, თუ როგორ წარიმართა შეხვედრა; განსაკუთრებით, პირველი ტაიმით. აი, რა ხდება, როდესაც თავიდანვე აქტიურად არ თამაშობ. ახლა უნდა დავისვენოთ და საპასუხო თამაშზე ვიფიქროთ. მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია და შემდეგ ეტაპზე გასვლა კიდევ შეგვიძლია. "ვოლფსბურგმა" დაწინაურება ისე მოახერხა, რომ ბევრი არაფერი შეუქმნია, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.

არა მგონია, საქმე მეტოქის შეუფასებლობაში იყოს, რადგან ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. ახლა მე იმავეს მოვთხოვ ჩემს ფეხბურთელებს, რასაც ფანებს - ჩვენ გვაქვს 90 წუთი იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ. ერთად უნდა ვიყოთ.

ფიზმომზადებაშიც გვქონდა გარკვეული პრობლემა, რადგან "ბარსელონასთან" მატჩი მომქანცველი გამოდგა. ცხადია, შედეგით ძალიან უკმაყოფილონი ვართ. ველოდით სირთულეებს, მაგრამ 0:2 წაგებას - არა. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, რასაკვირველია, მე ვარ. ახლა მარცხის მიზეზები უნდა გავაანალიზო და საპასუხო მატჩამდე გამოსავალი ვიპოვო" - თქვა ზიზუმ.

ფრაზა
დიტერ ჰეკინგი: "მარსელოს ვუთხარი, რომ ის მსახიობია და მისი ადგილი სცენაზეა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გიორგი შენ სხვა თამაშს ხომ არ უყურებდი? :)))
ugulava
15:56 08-04-2016
0
არა მარტო ხელზე მოხვდა არამედ ბურტს მიმართულება მნიშვნელოვნად შეეცვალა მეტი რაღაა პენალტი?
giorgi
13:39 08-04-2016
0

სიახლეები პოპულარული