"მგლებით" გატენილი ნაკრები - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის სიმბოლური

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურმა საიტმა 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩების სიმბოლური შემადგენლობა დაასახელა. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ხმაური "ვოლფსბურგმა" გამოიწვია. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ "მგლების" 4 ფეხბურთელი მოხვდა სიმბოლურში.

გაგაცნობთ კვირის რჩეულებს:

მეკარე
დიეგო ბენალიო (ვოლფსბურგი): მართალია, ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ კრიშტიანო რონალდოს გადამწყვეტი დარტყმა აუღო.

მცველები
ლუკას ერნანდესი (ატლეტიკო): ახალგაზრდა ვერ დაჩაგრა "ბარსას" შეტევის ტრიომ და მისი წვლილიც დიდია, რომ "ატლეტიკომ" 10 კაცით მისაღები ანგარიშით წააგო.
დანტე (ვოლფსბურგი): აკურატულად მოქმედებდა და "რეალის" შეტევების ჩაშლაში ყველაზე აქტიური იყო.
რიკარდო როდრიგესი (ვოლფსბურგი): მისი
მიზეზით "მგლები" მარცხენა ფლანგზე დომინირებდნენ. გოლიც (პენალტით) გაიტანა.
ხუან ბერნატი (ბაიერნი): გადამწყვეტი საგოლე პასი მიითვალა, ძალზე ენერგიულად მოქმედებდა.

ნახევარმცველები
ტიაგო მოტა (პსჟ): ვიზავები დაჩაგრა მოედნის ცენტრში. მისი ბრალი ნამდვილად არ არის, რომ "სიტიმ" პარიზიდან ბრწყინვალე შედეგი წაიღო.
ფერნანდინიო (სიტი): გოლისა და საგოლე პასის ავტორი უთუოდ იმსახურებს.
არტურო ვიდალი (ბაიერნი): "ბენფიკას" კარში გადამწყვეტი გოლის ავტორი. დიდებულად ერთვებოდა შეტევებში.

თავდამსხმელები
კევინ დე ბრუინი (სიტი): ბელგიელი ორმაგად გახარებულია, თავადაც გაიტანა "სიტიში" და მისმა ყოფილმა გუნდმა "ვოლფსბურგმაც" ფურორი მოახდინა. კევინმა "ტვიტერზე" ეს აღნიშნა კიდეც.
ლუის სუარესი (ბარსელონა): ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც დუბლი შეასრულა პირველ მეოთხედფინალურ მატჩებში. მხოლოდ მან შეძლო "ატლეტიკოს" 10-კაციანი კედლის გარღვევა.
მაქსიმილიან არნოლდი (ვოლფსბურგი): "რეალის" დაცვას პერიოდულად აწუხებდა, გაიტანა გოლი. რამდენჯერმე გუნდელებს კარგი სიტუაცია შეუქმნა შესატევად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული