კრიშტიანო რონალდომ "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა

AutoSharing Option
12 აპრილს ესპანეთში მადრიდის "რეალსა" და "ვოლფსბურგს" შორის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირება "ვოლფსბურგის" მოგებით ანგარიშით 2:0 დამთავრდა. შინ გატანილი მეტი ბურთის წყალობით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალი" გავიდა.

მადრიდელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-16 წუთზე კრიშტიანო რონალდომ "სამეფო კლუბი" წინ გაიყვანა. მე-17 წუთზე კი პორტუგალიელმა ვარსკვლავმა დუბლი მიითვალა.

მეორე ტაიმი ასევე მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. 77-ე წუთზე გუსტავომ საჯარიმოსთან ახლოს ლუკა მოდრიჩი წესების დარღვევით შეაჩერა. საჯარიმო დარტყმა გოლად
კრიშტიანო რონალდომ აქცია და "რეალის" უპირატესობა სამამდე გაზარდა. საბოლოოდ მატჩი მადრიდელებმა ანგარიშით 3:0 იმარჯვეს, რონალდომ კი ჰეთ-თრიქი მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული