"სიტის" ისტორიული შედეგი და მატჩის გმირის პირველი კომენტარი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრიუნმა პსჟ-სთან (1:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- კევინ დე ბრიუნეს შესანიშნავი გოლი და "სიტი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია

"ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. პსჟ-მა ბევრი მომენტის შექმნა ვერ შეძლო და ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ.

ნახევარფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რთული იქნება, მაგრამ ამას მოუთმენლად ველით", - თქვა დე ბრიუნმა.

აქვე გეტყვით, რომ "მანჩესტერ სიტი" არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ამაში კი დიდი წვლილი სწორედ ბელგიელ ფეხბურთელს მიუძღვის, რომელმაც შეხვედრაში ერთადერთი
გოლი გაიტანა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული