ზინედინ ზიდანი: ეს დღესასწაულია "რეალისთვის"

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ვოლფსბურგთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- რეალი-ვოლფსბურგი 3:0 - რონალდომ გერმანული კედელი დაშალა [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "სამეფო კლუბმა" 0:2 დათმო და უკვე "სანტიაგო ბერნაბეუზე" მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

"ფეხბურთში ჯობია იწვალო, მაგრამ მოიგო. ეს დღესასწაულია კლუბისთვის, ყველა ბედნიერია, რომ შემდეგ ეტაპზე შევძელით გასვლა.

არ არსებობს ადვილი გამარჯვება. პირველ შეხვედრაში მარცხის შემდეგ ხასიათი გამოვავლინეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.

რონალდო განსაკუთრებულია მოთამაშეა. მისი ქმედებები გადამწყვეტი იყო.
ჰეთ თრიქის შესრულებით რონალდო კლუბს მაშინ დაეხმარა, რომ ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა", - თქვა ზიდანმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული