* "სიტი" ისტორიაში პირველად იყო ამ ტურნირის მეოთხედფინალში და შესაბამისად, ისტორიაში პირველად გავიდა ნახევარფინალში.
* ორივე მატჩში მასპინძელმა გუნდმა პენალტი ვერ გამოიყენა.
* ჯო ჰარტმა ჩემპიონთა ლიგაზე სამიდან სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. ეს მეკარეთა შორის რეკორდული შედეგია.
- სიტი-პსჟ 1:0 - პსჟ დიდი გუნდია, რომელსაც მუდამ რაღაც აკლია [VIDEO]
"პარი სენ-ჟერმენმა" კიდევ ერთხელ წააგო მეოთხედფინალი. რამდენიმე ძირითადი მოთამაშის, მათ შორის, ნახევარმცველების - მარკო ვერატისა და ბლეზ მატუიდის არყოფნას მატჩის მსვლელობისას
თუმცა, საბოლოოდ, "სიტიმ" მაინც იძალა ბელგიელი კევინ დე ბრუინის გვიანი და ლამაზი გოლით. "ქალაქელებისთვის" ისტორიული მსვლელობა და თავგადასავალი გრძელდება. "სიტის" ბანაკში საზეიმო განწყობაა და მანჩესტერელები გაიძახიან, ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი გვაქვს და ამისთვის ვიბრძოლებთო. ლორან ბლანი კი გადამწყვეტად იმას თვლის, რომ მისი ფეხბურთელები სათანადოდ ცივსისხლიანები არ იყვნენ და გადამწყვეტ მომენტებში საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავდათ.
"ეს გუნდისთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა ნიშნავს, რომ ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის ხარ. ყველაზე კარგი და სასიხარულო ჩემთვის ის არის, რომ ჩვენი სათამაშო სტილი არასდროს შეცვლილა.
ზოგიერთს შეიძლება ეგონა, რომ პირველი შეხვედრის მერე ფრეზე ვითამაშებდით და უფრო ფრთხილად ვიქნებოდით, მაგრამ ჩვენ სტილი არ შეგვიცვლია და არც არასდროს ვცვლიდით, რაც ორმაგად მაბედნიერებს.
ნახევარფინალში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე ძალიან არ გვიმართლებდა, რადგან მერვედფინალშივე "ბარსელონას" ვხვდებოდით ხოლმე. წელს გუნდმა მოუმატა, ჯგუფში ვიმარჯვეთ, კარგად ვითამაშეთ კიევის "დინამოს" წინააღმდეგ და ჩამოვიშორეთ ისეთი ძლიერი მეტოქე, როგორიც "პარი სენ-ჟერმენია".
რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, ამის შანსი გვაქვს. კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყოველწლიურად მომატებაა და ახლა ზუსტად ამას ვაკეთებთ, პროგრესი გვაქვს. ეს ადვილი არ გახლავთ, რადგან ევროპაში ძალიან ბევრი ძლიერი გუნდია. ჩვენი მიზანი კი სწორედ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
ნახევარფინალში აუცილებლად ურთულესი მეტოქე გეყოლება და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ პსჟ-ზე უკეთ ვითამაშეთ, გუნდზე, რომელსაც უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს. თუ ასე გავაგრძელებთ, ნებისმიერის დამარცხება შეგვეძლება" - აღნიშნა პელეგრინიმ.
"როგორც მეორე, ასევე პირველ შეხვედრაში, სათანადოდ ვერ მოვუდექით ჩვენს შანსებს. უფრო პროდუქტიულები უნდა ვყოფილიყავით. პირველ მატჩში ორი გავიტანეთ და მეტიც შეგვეძლო, რაც შესაძლოა, გადამწყვეტი გამომდგარიყო. ვერ გავიტანეთ და საპასუხო შეხვედრაში "სიტის" უპაირატესობა ჰქონდა.
რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდა, მაგრამ ამის უკან დამალვას და მომიზეზებას არ ვაპირებთ. პირველ რიგში, იმიტომ დავმარცხდით, რომ პოტენციალი და შანსები ვერ გამოვიყენეთ.
"სიტი" უფრო ცივსისხლიანი და პროდუქტიული იყო, ამიტომაც გავიდა. ვულოცავ მეტოქეს ამ წარმატებას, მანჩესტერელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელიც მუდამ მზად არის, საკუთარი შანსი გამოიყენოს. როდესაც შემდეგ ეტაპზე ვერ გადიხარ, ბევრი კითხვა ჩნდება და უამრავ რამეს განიცდი. დიდი ნაწილი აქედან არავის ახსენდება, როდესაც იგებ.
ჩვენი გეგმა და გათვლები ბოლომდე ვერ შევასრულეთ, რაც ჩაფიქრებული გვქონდა, მინდორზე ზუსტად ისე არ გამოგვივიდა. რასაკვირველია, ამას ვნანობთ. მანჩესტერში კარგად ვერ ვითამაშეთ, გვეგონა, მეტოქეს მეტ პრობლემას შევუქმნიდით. "სიტიმ" თავი კარგად დაიცვა და ორი მატჩის ჯამში ალბათ დამსახურებულად გავიდა".
კევინ დე ბრუინი: "ძალიან მიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში გამარჯვების გოლის გატანა შევძელი და ნახევარფინალში გასვლა შევძელით. ჩვენ ეს დავიმსახურეთ".
"უაღრესად რთული და დაძაბული მატჩი იყო. საბოლოო ჯამში, დე ბრუინის ტალანტმა და კლასმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. კევინმა მშვენიერი გოლი შეაგდო" - თქვა ჯო ჰარტმა, რომელმაც ერთი-ორი რთული ბურთი აიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"