მადრიდის "ატლეტიკო" "ბაიერნს" დიეგო გოდინის გარეშე დახვდება

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში "ბილბაოსთან" (1:0) მიღებული ტრავმა გუნდის ცენტრალურ მცველ დიეგო გოდინისთვის სერიოზული გამოდგა.

კლუბის ინფორმაციით, გოდინმა კუნთის დაზიანება მიიღო, რომლის რეაბილიტაციის კურსი ორ კვირას გასტანს.

"გოდინის გარეშე რთული იქნება, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან კარგად თამაშობენ. შეგვიძლია ხიმენესის იმედიც გვქონდეს", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა მადრიდის "ატლეტიკოსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის 27 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე მადრიდში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული