სიტი-რეალი 0:0 - ანტიფეხბურთი მანჩესტერში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მე-80-დან 83-ე წუთამდე კარგი თამაში იყო - სწორედ ამ 3-წუთიან მონაკვეთში შეეძლო "რეალს" ორი გოლის გატანა, მაგრამ ჯო ჰარტმა ჯერ კაზემიროს აუღო ახლო მანძილიდან, ხოლო შემდეგ, პეპეს.

ჰარტი უდაოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია, რადგან ორ ეპიზოდში მართლაც იხსნა გუნდი გაშვებული ბურთისგან და განსაკუთრებით მაინც პეპეს ეპიზოდია გამოსარჩევი - პორტუგალიელმა 3 მეტრიდან დაურტყა მეკარეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა.

დიახ, 3 წუთი მართლაც კარგი თამაში იყო, დანარჩენზე კი რა გითხრათ. ორივე გუნდისთვის პრიორიტეტული საკუთარი კარის უსაფრთხიოება იყო და ეს მთელი მატჩის
განმავლობაში იგრძნობოდა. მართალია, მეორე ნახევარი მადრიდელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ არც "რეალი" რისკავდა ზედმეტად და პირველ რიგში, კარის მშრალად შენახვაზე იყო ორიენტორებული.

არადა, იგრძნობოდა, რომ მეტი მონდომებისა და მცირეოდენი რისკის შემთხვევაში, ესპანელებს შეეძლოთ მანჩესტერელთა დაცვის გარღვევა და გოლის, ან შესაძლოა, გოლების გატანა. თუმცა, "რეალი" იყო ისეთი პრაგმატული, როგორიც იშვიათად ყოფილა და როგორიც ამ გუნდს თითქოს არც უხდება. ზოგადად, ეს იყო თამაში, რომელმაც აშკარად გააწბილა გულშემატკივარი, რადგან ველოდით საფეხბურთო სპექტაკლს და მივიღეთ არაფერი.

ჯო ჰარტის გარდა, მცველებიც შეგვიძლია შევაქოთ. მაგალითად, კომპანი, რომელიც დაუღალავად შლიდა მადრიდელთა იერიშებს - ყოველთვის იყო იქ, სადაც მის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მთლიანობაში, დაცვამ აჯობა თავდასხმას და ეს ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს. ისიც ვთქვათ, რომ კრიშტიანო რონალდოს არყოფნაში, გარეთ ბეილთან და ქარიმ ბენზემასთან ერთად ლუკას ვასკესი ვიხილეთ, თუმცა ახალგაზრდა ესპანელი ჩრდილში იყო მოქცეულო.

არც ბეილს ჰქონდა საუკეთესო მატჩი და არც ბენზემას. შედარებით უკეთესი იყო ლუკა მოდრიჩი, რომელიც მეორე ტაიმში უფრო გაიხსნა, "რეალის" შეტევებს კარგად იწყებდა და პასებსაც ოსტატურად ანაწილებდა, თუმცა მის გარჯას შემტევები წყალში ყრიდნენ. მოკლედ, "რეალს" ძალიან აკლდა კრისტიანო რონალდო, რომელიც ტრავმის გამო თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.

ტრიბუნებზე იყო კიდევ ერთი რონალდო, რომელიც არა თუ "რეალს", ფეხბურთს აკლია და რომელიც "სამეფო გუნდის" ამჟამინდელ თავკაცთან ერთად, სულ სხვა ფეხბურთს თამაშობდა...

ის "რეალი" მართლაც დგამდა სპექტაკლებს, მანჩესტერში კი ანტიფეხბურთი ვიხილეთ. მადრიდში ფინალისტი უნდა გამოვლინდეს და იმედი დავიტოვოთ, რომ გუნდები ფეხბურთს ითამაშებენ...

სიტი-რეალი 0:0
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდო, ფერნანდინიო - ნავასი (77. სტერლინგი), დე ბრუინი, სილვა (40. იეანაჩო) - აგუერო
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (89. ისკო) - ბეილი, ვასკესი, ბენზემა (46. ხესე)
გაფრთხილება: სილვა - პეპე, კარვახალი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 4-9 (1-4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 55 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ვისი გულშემატკივარიც არ უნდა იყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე რო იტყვი ანტიფეხბურთიო შენი კომპეტენცია უკვე ყველას თვალში 0-ს ტოლია :) სირცვილია ასეთი სტატიები ასეთი სათაურებით და რედაქტორს დიდი მინუსი!!! ბარსელონას ფანბოის სუნი ადის ამ სტატიას, უკვე ბევრჯერ გავიგე ეგ ტერმინი ბარკა ფანებისგან, ატლეტიკოსთან დამარცხება ვერ მოინელეს და ატლეტიკოს მოგებასაც ანტიფეხბურთი უწოდეს....
:)
27 აპრილი 2016 15:41
0
არცერთი გუნდის ფანი არ ვარ,მხოლოდ საქართველოს ნაკრებს ვქომაგობ,ყოველ შემთხვევაში მინდა კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ,რაც შეეხება გუშინდელ მატჩს ის რეალის მცირე უპირატესობით წარიმართა,გადასარევი არა,მაგრამ ნორმალური მატჩი იყო,რეალს ორი ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ჰქონდა,მაგრამ ვერ გამოიყენა,ხოლო რაც შეეხება სიტის,მას თუ რამე შეეძლო გუშინ უნდა ეჩვენებინა,მითუმეტეს რონალდუს გარეშე მოთამაშე რეალისთვის,უფრო მეტიც მათ ერთი საგოლე მომენტიც ვერ შექმნეს რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას,რომ რეალი 99-ტი პროცენტით ფინალშია,სამწუხაროდ ეს ასეა,მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.
roma
27 აპრილი 2016 14:25
0
ბაიერნია წელს ჩემპიონი
კოლა
27 აპრილი 2016 14:10
0
ბარსა რა შუაშია ?
ver mivxvdi
27 აპრილი 2016 12:59
0
neta ase qartul tamashebs akritikebdet es jurnalistebi sakmevels rom ukmevt da arambobt imas racaa satqmeli da racgadaarchens qartul pexburt:SAMARTLIANI KRITIKA MWVRTNELS,PEXBURTELS,GUNDS,PEDERECIAS.SADAC NARTLAC ZE ANTI PEXBURTI GVAQVS.UPROSWORAD ANTI BURTI TOREM OEXEBI SADGAA DA ES YVELA QARTVELS GVTKIVA DA GVAWUXEBS.RADGAN SXVASUYUREBT REALURAD DA XANDAXAN AN UNETESAD ISET STATIAS WAVIKITXAV MGONIA REAL BAIERN BARSELINAZE WERT.
666
27 აპრილი 2016 12:42
0
ანტიფეხბურთს ამ საღამოს ჩოლო და ატლეტიკო შემოგვთავაზებენ... ფეხბურთს შეგაძულებს ეს სიმეონე, მაგრამ ბაიერთან შანსი მხოლოდ თეორიულია!!!
musenbazi
27 აპრილი 2016 12:38
0
გუშინდელი მატჩი იყო ანტიფეხბურთი და აქ კომენტარებში ნამდვილად უსამართლოდ წერთ რო არ იყოო და ბარსას ანტიფეხბურთი ჰგონიაო ავტორსო კარგიო
ავტორი არ ვიცი მაგრამ ის ფეხბურთი მე მასჰინ მეზიზგებოდა რცა მსოფლიოს ... მაგაზე და ეხლა რასაც რეალი და მიტუმეტეს სიტი ტამაშობს მაგას ფეხბურთს ვერანაირად ვერ დაარქმევ
ყველაზე ცუდი ისაა რო ამდენი ვარსკვავისგან სჰემდგარი რეალი მხოლოდ რონალდოთია მაგარი და მის გარეშე გროშია მაგათი ფასი სირცხვილია რეალი სულ ესეთი საცოდავ გუნდი იყო
|სიტიზეკიდე რა ვთქვა ფულით შექმნილი ვითომ გრანდი რომელმაც პსჟ ცჰელსისთან და სხვა ბობოლებთან ერთად ფეხბურთს დედა უტირეს ბოლომდე
როგორ შეიძლება სიტი ეს ლიგის ნახევარფინალში იყო უკულტურო უხარისხო ანტი ფეხბურთის მოტამაშე გუნდი
მე მილანსი გულშემატკივარი ვარ მაგრამ ეს არ ნიშნავს არაფერს მაშინ როცა ნამდვილ ფეხბურტზეა საუბარი
არც მაქ ამბიცია მილანთან დაკავშირებით უბრალდო იქ სადაც სიტი გრანდობს იქ ფეხბურთს არც უნდა ელოდო
acm
27 აპრილი 2016 12:27
0
ანტიფეხბურთი ბარსას 50 პასი ცენტრში და ბურთის გორაობა იყო,რომელზედაც ალბათ აღფრთოვანებული იყო სტატიის ავტორი.მარტო მარსელოს მიერ ჩატარებული რამდენიმე ტეხნიკური ფინტი რად ღირდა.ვერ ინელებენ ბარსას სამარცხვინო გავარდნას.იქნებ მესია სამგზის მსოფლიო ჩემპიონ პელეზე მაგარი ასეთი უმწეო პელე არასოდეს ყოფილა.
სიმართლე
27 აპრილი 2016 12:02
0
მაგასაც ანტი ფეხბურთი ქვია და საქართველო-ნალუბოი გუნდსაც ?
opa
27 აპრილი 2016 11:44
0
SHEN GETYOBA BARSAS PANI XAR,RA ANTIPEXBURTI...SITIM DACVA GAAZLIERA... BARSAS PANEBO GASKDIT GULZE,REALI WELS METERTMEDET ROM AIXEBS LIGAS MAGISTVIS ... XOM.DAVAI ZIZU...REAL MADRID...SUPER CLUB...
RAMAZI KUTAISI
27 აპრილი 2016 11:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული