01:28 27-04-2016
სიტი-რეალი 0:0 - ანტიფეხბურთი მანჩესტერში [VIDEO]
AutoSharing Option
ჰარტი უდაოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია, რადგან ორ ეპიზოდში მართლაც იხსნა გუნდი გაშვებული ბურთისგან და განსაკუთრებით მაინც პეპეს ეპიზოდია გამოსარჩევი - პორტუგალიელმა 3 მეტრიდან დაურტყა მეკარეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა.
დიახ, 3 წუთი მართლაც კარგი თამაში იყო, დანარჩენზე კი რა გითხრათ. ორივე გუნდისთვის პრიორიტეტული საკუთარი კარის უსაფრთხიოება იყო და ეს მთელი მატჩის განმავლობაში იგრძნობოდა. მართალია, მეორე ნახევარი მადრიდელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ არც "რეალი" რისკავდა ზედმეტად და პირველ რიგში, კარის მშრალად შენახვაზე იყო ორიენტორებული.
არადა, იგრძნობოდა, რომ მეტი მონდომებისა და მცირეოდენი რისკის შემთხვევაში, ესპანელებს შეეძლოთ მანჩესტერელთა დაცვის გარღვევა და გოლის, ან შესაძლოა, გოლების გატანა. თუმცა, "რეალი" იყო ისეთი პრაგმატული, როგორიც იშვიათად ყოფილა და როგორიც ამ გუნდს თითქოს არც უხდება. ზოგადად, ეს იყო თამაში, რომელმაც აშკარად გააწბილა გულშემატკივარი, რადგან ველოდით საფეხბურთო სპექტაკლს და მივიღეთ არაფერი.
ჯო ჰარტის გარდა, მცველებიც შეგვიძლია შევაქოთ. მაგალითად, კომპანი, რომელიც დაუღალავად შლიდა მადრიდელთა იერიშებს - ყოველთვის იყო იქ, სადაც მის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მთლიანობაში, დაცვამ აჯობა თავდასხმას და ეს ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს. ისიც ვთქვათ, რომ კრიშტიანო რონალდოს არყოფნაში, გარეთ ბეილთან და ქარიმ ბენზემასთან ერთად ლუკას ვასკესი ვიხილეთ, თუმცა ახალგაზრდა ესპანელი ჩრდილში იყო მოქცეულო.
არც ბეილს ჰქონდა საუკეთესო მატჩი და არც ბენზემას. შედარებით უკეთესი იყო ლუკა მოდრიჩი, რომელიც მეორე ტაიმში უფრო გაიხსნა, "რეალის" შეტევებს კარგად იწყებდა და პასებსაც ოსტატურად ანაწილებდა, თუმცა მის გარჯას შემტევები წყალში ყრიდნენ. მოკლედ, "რეალს" ძალიან აკლდა კრისტიანო რონალდო, რომელიც ტრავმის გამო თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.
ტრიბუნებზე იყო კიდევ ერთი რონალდო, რომელიც არა თუ "რეალს", ფეხბურთს აკლია და რომელიც "სამეფო გუნდის" ამჟამინდელ თავკაცთან ერთად, სულ სხვა ფეხბურთს თამაშობდა...
ის "რეალი" მართლაც დგამდა სპექტაკლებს, მანჩესტერში კი ანტიფეხბურთი ვიხილეთ. მადრიდში ფინალისტი უნდა გამოვლინდეს და იმედი დავიტოვოთ, რომ გუნდები ფეხბურთს ითამაშებენ...
სიტი-რეალი 0:0
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდო, ფერნანდინიო - ნავასი (77. სტერლინგი), დე ბრუინი, სილვა (40. იეანაჩო) - აგუერო
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (89. ისკო) - ბეილი, ვასკესი, ბენზემა (46. ხესე)
გაფრთხილება: სილვა - პეპე, კარვახალი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 4-9 (1-4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 55 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ვისი გულშემატკივარიც არ უნდა იყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე რო იტყვი ანტიფეხბურთიო შენი კომპეტენცია უკვე ყველას თვალში 0-ს ტოლია :) სირცვილია ასეთი სტატიები ასეთი სათაურებით და რედაქტორს დიდი მინუსი!!! ბარსელონას ფანბოის სუნი ადის ამ სტატიას, უკვე ბევრჯერ გავიგე ეგ ტერმინი ბარკა ფანებისგან, ატლეტიკოსთან დამარცხება ვერ მოინელეს და ატლეტიკოს მოგებასაც ანტიფეხბურთი უწოდეს....
0
0
არცერთი გუნდის ფანი არ ვარ,მხოლოდ საქართველოს ნაკრებს ვქომაგობ,ყოველ შემთხვევაში მინდა კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ,რაც შეეხება გუშინდელ მატჩს ის რეალის მცირე უპირატესობით წარიმართა,გადასარევი არა,მაგრამ ნორმალური მატჩი იყო,რეალს ორი ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ჰქონდა,მაგრამ ვერ გამოიყენა,ხოლო რაც შეეხება სიტის,მას თუ რამე შეეძლო გუშინ უნდა ეჩვენებინა,მითუმეტეს რონალდუს გარეშე მოთამაშე რეალისთვის,უფრო მეტიც მათ ერთი საგოლე მომენტიც ვერ შექმნეს რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას,რომ რეალი 99-ტი პროცენტით ფინალშია,სამწუხაროდ ეს ასეა,მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული