ატლეტიკო-ბაიერნი 1:0 - "ჩოლომ" ბრძოლა მოიგო, ომი გაგრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვისენტე კალდერონზე" არანორმალურად კარგი საფეხბურთო ატმოსფერო იყო და შეუძლებელი გახლდათ ეს მუხტი ფეხბურთელე ბს არ გადასდებოდათ.

მით უმეტეს, დიეგო სიმეონეს გუნდს მოტივაციის პრობლემა არასდროს აქვს, "ჩოლოს" ისედაც მშვენივრად ჰყავდა დამუხტული თავისიანები.

იქაურობამ საერთოდ იფეთქა საულ ნიგესმა საოცარი სოლო-რეიდი შორეულ კუთხეში ელეგანტური დარტყმით რომ დააგვირგვინა და "ათლეტები" დააწინაურა. შესაძლოა, მადრიდელები ემოციებს ზედმეტადაც კი აყვნენ, რადგან გოლიდან ცოტა ხანში მეტოქეს ორჯერ შეაქმნევინეს საგოლე შანსი. მასპინძლებს ორივეჯერ არტურო ვიდალი აწუხებდა, ჩილელი თავით ცდილობდა გატანას.

ამ ეპიზოდებში იან ობლაკი არც ისე დამაჯერებელი გახლდათ, სამაგიეროდ
კარგი იყო ხიმენესი. ამის მერე ობლაკის კარის თავზე ცა მოიწმინდა და ისიც დამაჯერებლად გამოდიოდა კარიდან და მთლანად "ატლეტიკოც" სოლიდურად გამოიყურებოდა. კი, ბურთი უფრო "ბაიერნს" ეჭირა და ეს დიდად გასაკვირი არც არის, მაგრამ მიუნხენელებს რეალური მომენტის შექმნა არ გამოსდიოდათ.

აი, "ატლეტიკო" კი უფრო იშვიათად უტევდა, მაგრამ ზუსტი დარტყმა მეტი ჰქონდა და გატანაც შეეძლო - ანტუან გრიზმანს მანუელ ნოიერმა აუღო. კარგად იდგა ხავი მარტინესი, რომელიც ხოსეპ გვარდიოლას დაცვის ცენტრში ჰყავდა დაყენებული.

მეორე ტაიმი "ბაიერნმა" აგრესიულად დაიწყო და კარგი მონაკვეთიც ჰქონდა. ალაბას შორეული უძლიერესი და ძალიან ლამაზი დარტყმის მერე ბურთი ხარიხას მოხვდა. სხვა მომენტებიც იყო, "ატლეტიკომ" ფანებითურთ ძალიან ინერვიულა, მაგრამ "ჩოლო" ნერვიულობის კაცია, აბა სხვაგავარად, როგორ თუ ნერვები არ დაგაწყდა, ძარღვები არ დაგებერა და ემოციებისგან არ დაიცალე….

"ატლეტიკოს" ტემპის დაგდება და ცოტა წინ აწევა, თამაში მეტოქის ნახევარზე ატანა სჭირდებოდა. თორემ მადრიდელებმა ბურთი და მოედანი ზედმეტად დათმეს. დროული მომენტიც გამოცხვა - კონტრშეტევაზე გაქცეულმა მადრიდელებმა კარგი შანსი შექმნეს, როდესაც გრიზმანის პასის მერე ფერნანდო ტორესმა ოსტატურად მოატყუა ალაბა და ლამაზად ჩაჭრა ბურთი შორეული კუთხისკენ, ყველაფერი თითქმის, იდეალურად გაკეთდა, ბურთი ძელმა აისხლიტა.

პეპმა ცვლილებები გამოიყენა, რიბერი და მიულერი შეუშვა ბრძოლაში. მოგვიანებით ბენატიაც დაამატა და ალაბა გაათავისუფლა, წინ გაუშვა. სიმეონე კი ხელს არაფერს კიდებდა, 85-ე წუთზე ერთადერთი ცვლილებაც იმიტომ გააკეთა, რომ საულისთვის აპლოდისმეტები ეჩუქებინა და დრო გაეყვანა, პლუს საული დაიღალა და ფეხიც აიტკია.

მატჩი კორექტული გამოვიდა, მაგრამ ბოლოსკენ პატარა დაძაბულობა და შეხლა-შემოხლები მაინც იყო, ბარათებიც დაგროვდა. მარკ კლატენბურგმაც მიიღო რამდენიმე საკამათო და უცნაური გადაწყვეტილება.

"ათლეტები" მედგრად იდგნენ, განსაკუთრებულად აუგუსტო ფერნანდესისა და ფილიპე ლუიშის საიმედო და პროდუქტიული თამაშიც უნდა გამოვარჩიოთ. შეხვედრის მიწურულს "ბაიერნს" ხელახლა წამოუარა, შანსი ჰქონდა ვიდალს, რომელსაც იქამდეც აუღო ერთი კარგი ბურთი ობლაკმა, გგატანა შეეძლო ბენატიასაც, მაგრამ 1:0 ძალაში დარჩა.

ჩოლომ ბრძოლა მოიგო, ომი "ალიანს არენაზე" იქნება. იმის წარმოდგენაც კი ჟრუანტელს იწვევს თუ მართლაც რა გველის იქ, დაველოდოთ...

ატლეტიკო-ბაიერნი 1:0
გოლი: 1:0 საული (11)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - გაბი, კოკე, ფერნანდესი, საული (85. ტომასი) - გრიზმანი, ფ. ტორესი
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, მარტინესი, ალაბა, ბერნატი (77. ბენატია) - ჩაბი ალონსო - ტიაგო ალკანატარა (70. მიულერი), ვიდალი, კომანი (60. რიბერი), დუგლას კოშტა - ლევანდოვსკი
გაფრთხილება: საული - დუგლას კოსტა, ბენატია, ნოიერი, ვიდალი
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 7-11 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 11(5)-19(7) ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 52 127

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
გუშინ ამ წყვილში გასვლის შანსები დავაანონსე 70-30 ატლეტიკოს სასარგებლოდ,ასევე დავაანონსე ბარსასთან ატლეტიკოს შანსები,რაც გამოვიცანი,ახლა კიდევ მეტ უპირატესობას ვანიჭებ ატლეტიკოს:80-20 ზეა უკვე,საქმე იმაშია,რომ გოდინი და კარასკო გუშინ ვერ დაეხმარენ ატლეტიკოს,ალბად ყველას მოგეხსენებათ თუ რა დონის ფეხბურთელები არიან ეს ადამიანები,მიუნხენში გაძლიერებული ატლეტიკო ჩაკეტავს თამაშს,ხოლო ბაიერნი გაიხსნება,მას აუცილებლად გატანა სჭირდება და არა ერთის,ამის შემდეგ კონტრშეტებეზე დაიწყება დაჭერა და ამის შემდეგ იქნება თავდავიწყება,მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია,ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს,მაგრამ მერწმუნეთ ერთ რამეში თუ იღბალი ატლეტიკოს არ გაწირავს,მაშინ ყველაფერი ისე იქნება,როგორც დავაანონსე.
roma
15:55 28-04-2016
0
eh katastrofa iyo, fexburti xalxs imistvis ukvars rom shemtevad da lamazad itamasho, vnaxe didi avtobusi romelic gzas ketavda da arakacurad tu rames gamorcgeboda magis imedze iko da gamorcha kidec, maurinios interi gamaxsenda kvela karshi rom ldga.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული