ხოსეპ გვარდიოლა: ჩემი ფეხბურთელები გაშეშდნენ საულის წინაშე

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მადრიდის "ატლეტიკოსთან" (0:1) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ატლეტიკო-ბაიერნი 1:0 - "ჩოლომ" ბრძოლა მოიგო, ომი გაგრძელდება [VIDEO]

"საპასუხო მატჩში სხვა ტემპში უნდა ვითამაშოთ. მეტოქემ შესანიშნავი გოლი გაიტანა, მაგრამ ეს ჩვენი შეცდომების ხარჯზე მოხდა - ჩემი ფეხბურთელები გაშეშდნენ საულის წინაშე. თუ მეტოქეს გაქცევას და ჯარიმების მოპოვების საშუალებას მივცემთ, მაშინ გაგვიჭირდება. ეს არადამაკმაყოფილებელი შედეგია.

უნდა დავფიქრდეთ, ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ, გავუგოთ "ატლეტიკოს". გოლის გატანა ვერ შევძელით. მეტოქეს კარგი მეკარე ჰყავს და გუნდი თავს კარგად
იცავს. ამის წინააღმდეგ თამაში რთულია.

გუნდები, რომლებიც "ატლეტიკოს" ეთამაშებიან, ცოტა საგოლე მომენტს ქმნიან. ჩვენც რამდენიმე მომენტი გვქონდა.

საულ ნიგესის ოსტატობით აღფრთოვანებული ვარ. მისი თამაში ადრეც მინახავს, ის კარგი ფეხბურთელია, მორიგი დიდი ესპანური ტალანტია.

ახლა ბუნდესლიგის მორიგ შეხვედრას უნდა დაველოდოთ, ხოლო შემდეგ საპასუხო შეხვედრას მივხედავთ. ამ თამაშს კიდევ ერთხელ უნდა ვუყურო, ოღონდ ახლა უფრო დაწყნარებულზე", - თქვა გვარდიოლამ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი მიუნხენში 3 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაუშვით რა, გაუშვით და მომდეცვნო შეხვედრაზე თუ გინდათ თავად ზამერმა უხელმძღვანელოს, მიულერს და რიბერის მაინც დააყენებს ძირითადში და არა კინგსლი კომანს. რამდენჯერ უნდა შეწიროს გერმანული გუნდი ესპანური გუნდების ინტერესებს????
გაუშვით ვადამდე ეგ კაცი ხომ შეიძლება
10:56 28-04-2016
0
es wageba iyo gvardiolas brali.ra sastartoti daiwyo an komanais gayvana iqneboda?atletiko dacvashi chinuri kedelia,tavidanve unda yoloda miuleri da riberic an giotze...araswori cvlilebebi da sastarto yzvda chemiazrit.p.s.amxela baiernshic ki mainc erti kaci qmnis amins da es robenia romelic verexmarebat
0

სიახლეები პოპულარული