მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
28 მაისს "სან სიროზე" მადრიდის "რეალისა" და თანაქალაქელ "ატლეტიკოს" შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი ტაიმები ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში "სამეფო კლუბის" მცველმა სერხიო რამოსმა გახსნა. 48-ე წუთზე კი "ატლეტიკოს" გათანბრების კარგი შანსი მიეცა. "რეალის" კარში პენალტი დაინიშნა, თუმც ანტუან გრიზმანმა ხარიხას მოარტყა ბურთი. ამის მიუხედავად "ატლეტიკომ" 79-ე წუთზე მაინც გაათანაბრა - გაბის პასის შემდეგ ხუანფრანმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას კარასკომ დაასწრო.

დამატებით ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა, ხოლო პენალტების სერიაში "რეალმა" გაიმარჯვა
- 5:3.

ამ გამაჯვებით "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მე-11 ტიტული მოიპოვა.

- პირველი ფრანგი - რეალი-ატლეტიკოს საინტერესო სტატისტიკა
მკითხველის კომენტარები / 34 /
კარგით რა,რაებზე ჩხუბობთ?ფეხბურთი კარგია მაშინ როცა ამდენი და ასეთი მაგარი გუნდები არსებობენ,მე იუვეს ქომაგი ვარ,მაგრამ ბარსაც,რეალიც,ბაიერნიც,რომაც,ატლეტიკოც მიყვარს.მინდოდა ატლეტიკოს მოეგო,რეალი კიდევ მრავალჯერ მოიგებს,ატლეტიკოს კი ასეთი შანსი ან ექნება ან არა,უბრალოდ გუნდი სამი წელია მაგრად იბრძვის და მინდოდა რომ დაფასებოდა...არ მაგინოთ ახლა,აზრი გამოვთქვი
levan
29 მაისი 2016 19:17
0
რეალმა მოიგო დამსახურებულად. რომ იზახით უმართლებსო 11 ჯერ აქვს ლიგა მოგებული. ეტყობა 11 ჯერვე გაუმართლა.
mamuka
29 მაისი 2016 18:34
0
შურუანი და ბოღმიანი შენ უფრო ხარ. კარგად გიცნობ შენ და ვიცი შენი ცხოვრება როგორიც არის. ასეთი რომ არ იყო ცოტა უკეთესი ცხოვრება გექნებოდა. " ჩემი შენ გითხარიო" მოკლედ მაგრად გამოგივიდა! მტაცებელი ხარო, მგელი მგელს ეუბნებოდა-სასაცილო ხარ
romas
29 მაისი 2016 18:24
0
ატლეტიკომ ბარსას,რომ მოუგო გაიხსენეთ ხალხო რას წერდით კომენტარებში,ატლეტიკო ანტი ფეხბურთს თამაშობდა და მაინც გავიდაო,შემდეგ ბაიერნს მოუგო და მაშინ კიდევ უფრო მეტ საშინელებებს წერდით,გადახედეთ მაშინდელ კომენტარებს,საბედნიეროდ ინტერნეტი იძლევა ამის საშუალებას,ხოდა ყველაზე მეტი უსამართლოები სწორედ ასეთი ვაი გულშემატკივრები ხართ,ბოღმა და შური გახრჩობთ,ხოლო რაც შეეხება რეალს ორი ბურთი ამოუქაჩა ვოლსბურგს,რომლებიც პირველი მატჩის შემდეგ ნახევარფინალზე ფიქრობდნენ,ხოლო მანჩესტერ სიტი, ის არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი,მათ პსჟ გამოაგდეს,სადაც რიცხობრივად ყველაზე მეტი ვარსკვლავი თამაშობა დღეს,სიმართლე გითხრათ მე წელს პსჟ ვუწინასწარმეტყველებდი ჩემპიონთა ლიგის მოგებას,მაგრამ სიტიმ დაამარცხა ის,ასე,რომ ცოტა ობიექტურები იყავით და გაიხარეთ ფეხბურთით,ხოლო შური და ბოღმას ადამიანს აზიანებს,აბრმავებს,უფრო მეტი კლავს,გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები და ნახავთ,როგორი უკეთესი იქნება ცხოვრება.
roma
29 მაისი 2016 17:59
0
რა შუაშია ან შური ან ბოღმა?! არცერთის მოგება სარგებელს არ მაძლევდა, შესაბამისად შური და ბოღმა გამორიცხულია. რადგან ვთვლი რომ ატლეტიკოს უნდა მოეგო ეს იმას არ ნიშნავს რომ ბოღმიანი ვარ. უბრალოდ ამ გუნდმა თავისი მცირე ბიუჯეტით(რეალთან შედარებით) მონდომებით,ნიჯით,ჯინით,საქმისადმი ერთგულებით და განვლილი გზით დაიმსახურა გამარჯვება. არ დაგავიწყდეთ რომ ბოლო სამი წლის მანძილზე 2 ფინალი ითამაშა! გახსოვთ ორი წლის წინ 93 წუთზე რომ გაუთანაბრა რეალმა ატლეტიკოს,არადა იმ თამაშიც ატლეტიკო იმსახურებდა მოგებას, რომ არა საპეხბურთო უიღბლობა. მე თბილისის დინამოს და ზოგადათ ქართული კლუბების ფანი ვარ ,ასე რომ არ გახლავალთ ატლეტიკოს,ბარელონას,რეალის და ა.შ გულშემატკივარი, უბრალოთ მიყვარს ფეხბურთი და რომელიმე ტურნილს ვინ მოიგებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა თქმა უნდა თუ ქართული კლუბები არ მონაწილეობს
soso-shurs da bogmas vinc axsenebs!
29 მაისი 2016 17:58
0
ფეხბურთი ასე არის!არ იმსახურებდა ბარსა გავარდნას მაგრამ გავარდა,იგივე მოუვიდა ატლესაც!ლაპარკი ზედმეტია რეალმა არ დაიმსახურა თუ დაიმსახურა მოგება ჩაუთვალეს და მოიგო!მიულოცეთ და ვსიო
fredo
29 მაისი 2016 16:44
0
არ გასკდეთ ეხლა შურით.მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, სხვა გუნდები ახლოსაც ვერ მივლენ P.S.მართალია, ყველაზე ცუდი ფინალი იყო რეალის მონაწილეობით
ARAGORN
29 მაისი 2016 16:31
0
ჯერ ერთი რომ მთლიანი ჩემპიონთა ლიგა დადგმული სპექტაკლია, აღარ ვლაპარაკობ პრიმერაზე, თუ 10 წელი მაინცაა რაც უყურებ ფეხბურთს უნდა ხვდებოდე რომ ტოტალიზატორები წაგებაზე არასდროს წავლენ, რაც შეეხება რეალს რამოსს რომც არ შეეხო ფეხი მაინც აფსაიდი იყო რადგან მეკარეს უშლიდა, თუ ეჭვი გეპარებათ შეგიძლიათ ვიდეო ინეტში ნახოთ მრავლადაა, და კიდევ, ატლეტიკო თუ ანტიფეხბურთს თამაშობდა რეალი მთელი წელი მხოლოდ სტანდარტების და კონტრშეტევების იმედად იყო, ბენიტესიც გავიდოდა ფინალში ეგეთ მეტოქეებთან
soccer
29 მაისი 2016 15:57
0
რა გაგამწარათ მართლა, დაუნსახურებლად ამ ტურნირს არავინ იგებს. გინდაც ის ნანჩესტერ სიტი,რომელიც რეალს შეხვდა პსჟ გამოაგდო ძალინ ძლიერი გუნდი და რაც შეეხება რეალი ბარსას ან ბაიერნს ვერ მოუგებდაო ეგ არის თყუილი,რადგან წეს რეალმა მოუგო ბარსას ერთხელ უკვე.
გოგლიკა
29 მაისი 2016 15:47
0
რა დრამატულ ბრძოლაზეა ლაპარაკი იმენნა ტოტალიზატორზეა მიდის თამაშები.რეალს ეგრევე ეტყობოდა რომ გოლი უნდა გაეშვა და ფრედ დაესრულებინა ძირითადი დრო.მასეც მოიქცა.ასეთი ქინძი ფინალი მაგრად ტეხავს.წინასწარ დაგეგმილი შედეგი...
.......
29 მაისი 2016 15:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული