მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
28 მაისს "სან სიროზე" მადრიდის "რეალისა" და თანაქალაქელ "ატლეტიკოს" შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი ტაიმები ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში "სამეფო კლუბის" მცველმა სერხიო რამოსმა გახსნა. 48-ე წუთზე კი "ატლეტიკოს" გათანბრების კარგი შანსი მიეცა. "რეალის" კარში პენალტი დაინიშნა, თუმც ანტუან გრიზმანმა ხარიხას მოარტყა ბურთი. ამის მიუხედავად "ატლეტიკომ" 79-ე წუთზე მაინც გაათანაბრა - გაბის პასის შემდეგ ხუანფრანმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას კარასკომ დაასწრო.

დამატებით ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა, ხოლო პენალტების სერიაში "რეალმა" გაიმარჯვა
- 5:3.

ამ გამაჯვებით "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მე-11 ტიტული მოიპოვა.

- პირველი ფრანგი - რეალი-ატლეტიკოს საინტერესო სტატისტიკა
მკითხველის კომენტარები / 34 /
გამაგიჟებს ეს ხალხი :) თუ ატლეტიკო იმსახურებდა მოგებას,რადგან ბარსელონა და ბავარია გამოთიშა ტურნირიდან,მაშინ მოეგო რეალისთვის რატო ვერ მოუგო? დამშვიდდით და შეეგუეთ იმას.რომ რეალ მადრიდი არის და იქნება ყველა დროის საუკეთესო კლუბი!!!
გიორგი
06:37 30-05-2016
0
რატო იმსახურებდა ატლეტიკო? ნაცჰუქარი პენალტი რადგან ვერ გაიტანა? მომენტების სიმწვავე და საგოლე შანსებს შეხედეთ! ძირითადად ბარსას ფანების დაწერილი ბოდვებია,( აბა ატლეტიკოს ფანები სად ჰყავს?). დიახაც იყო, არის და იქნება. ერთი ... პიკესთვის შემახედა ახლა, დიდხანს ვერ მოინელებს. ( აი დარდიიი ) მართალია გიორგი სხვა გზა არ გრჩებათ რეალის მოძულენო ან შეეგუეთ რეალის ჩემპიონ გუნდობას ან არა და გასკდებით შუაზე!!!!!!!!!!!!!!!
gela
09:51 30-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული