ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი: "აიაქსის" დაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი საბოლოოდ დაკომპლექტდა. ბოლო ხუთი საგზური "როსტოვმა", "მანჩესტერ სიტიმ", "კოპენჰაგენმა", ზაგრების "დინამომ" და მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" მოიპოვეს. ჩვენ ჰოლანდიური გრანდის, "აიაქსის" დიდი სირცხვილის მომსწრენი გავხდით.

ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა "როსტოვმა" დიდი სირცხვილი აჭამა ამსტერდამის "აიაქსს", ამ ტურნირის ოთხგზის გამარჯვებულს. ამსტერდამული ფრის (1:1) მერე, "აიაქსი", რომლის შემადგენლობაში ისევ ითამაშა სილესენმა, რომელიც დღე-დღეზე "ბარსელონას" მეკარე გახდება. რუსებმა კი სილესენის კარში ოთხი გოლი გაიტანეს, რომელსაც კლაასენმა ერთითღა უპასუხა - 4:1.

"როსტოვი" ჩემპიონთა ლიგ
ის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე დაბალრეიტინგიანი კლუბი იქნება და, ბუნებრივია, ის მეოთხე კალათში იქნება განთესილი. ეს "როსტოვის" გმირობას არ აკნინებს, ეს რუსული კლუბი სულ მეორედ თამაშობს ევროთასებზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"გლადბახი" ცალი ფეხით ჯგუფურ ეტაპზე იყო და მეორეც თამამად შედგა - 6:1 გაანადგურა "იანგ ბოისი" (ორი მატჩის ჯამში 9:2). ბრაზილიელმა რაფაელმა და ბელგიელმა ტორგან აზარმა "ბართლომეს ღამე" მოუწყეს შვეიცარიელებს, თითოეულმა მათგანმა ჰეთ თრიკი გაიფორმა.

კვიპროსული აეკ-ი კინაღამ ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე აეკ-ი "კოპენჰაგენს" 1:0-ს უგებდა, ეს კი დამატებით დროს ნიშნავდა, მაგრამ დანიელები ფედერიკო სანტანდერმა იხსნა, გოლი გაიტანა და "კოპენჰაგენი" ჯგუფურ ეტაპზეა.

თბილისის "დინამოს" დამმარცხებელმა ზაგრების "დინამომ" ჯგუფში შეაღწია - ავსტრიაში 1:1 ითამაშა და დამატებით დროში ელ არაბი ჰილალ სუდანიმ უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

"სიტი" შერეული შემადგენლობით (ჯო ჰარტით კარში) დაუხვდა "სტიაუას", აქ ყველაფერი პირველ მატჩში გადაწყდა, ასე რომ, პეპ გვარდიოლას გუნდმა 1:0 იკმარა, ფაბიან დელფის გოლით მოიგო და მშვიდად დაელოდება წილისყრას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საპასუხო მატჩები
ოთხშაბათი. 24 აგვისტო
აპოელ-კოპენჰაგენი 1:1 (0:1)
გოლები: 1:0 სოტერიუ (69), 1:1 სანტანდერი (86)

ზალცბურგი-დინამო ზ. 1:1 (1:2 დ. დ.) (1:1)
გოლები: 1:0 ლაზარო (22), 1:1 ფერნანდესი (87), 1:2 ელ სუდანი (95)

სიტი-სტიაუა 1:0 (5:0)
გოლი: 1:0 დელფი (56)

როსტოვი-აიაქსი 4:1 (1:1)
გოლები: 1:0 აზმუნი (34), 2:0 ერიოხინი (52), 3:0 ნობოა (60), 4:0 პოლოზი (66), 4:1 კლაასენი (84-პენ)
გაძევება: კუდრიაშოვი (83. როსტოვი)

გლადბახი-იანგ ბოისი 6:1 (3:1)
გოლები: 1:0 ტ. აზარი (9), 2:0 რაფაელი (33), 3:0 რაფაელი (40), 4:0 ტ. აზარი (64), 5:0 რაფაელი (77), 5:1 რავე (79), 6:1 ტ. აზარი (84)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული