ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა "როსტოვმა" დიდი სირცხვილი აჭამა ამსტერდამის "აიაქსს", ამ ტურნირის ოთხგზის გამარჯვებულს. ამსტერდამული ფრის (1:1) მერე, "აიაქსი", რომლის შემადგენლობაში ისევ ითამაშა სილესენმა, რომელიც დღე-დღეზე "ბარსელონას" მეკარე გახდება. რუსებმა კი სილესენის კარში ოთხი გოლი გაიტანეს, რომელსაც კლაასენმა ერთითღა უპასუხა - 4:1.
"როსტოვი" ჩემპიონთა ლიგ
"გლადბახი" ცალი ფეხით ჯგუფურ ეტაპზე იყო და მეორეც თამამად შედგა - 6:1 გაანადგურა "იანგ ბოისი" (ორი მატჩის ჯამში 9:2). ბრაზილიელმა რაფაელმა და ბელგიელმა ტორგან აზარმა "ბართლომეს ღამე" მოუწყეს შვეიცარიელებს, თითოეულმა მათგანმა ჰეთ თრიკი გაიფორმა.
კვიპროსული აეკ-ი კინაღამ ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე აეკ-ი "კოპენჰაგენს" 1:0-ს უგებდა, ეს კი დამატებით დროს ნიშნავდა, მაგრამ დანიელები ფედერიკო სანტანდერმა იხსნა, გოლი გაიტანა და "კოპენჰაგენი" ჯგუფურ ეტაპზეა.
თბილისის "დინამოს" დამმარცხებელმა ზაგრების "დინამომ" ჯგუფში შეაღწია - ავსტრიაში 1:1 ითამაშა და დამატებით დროში ელ არაბი ჰილალ სუდანიმ უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.
"სიტი" შერეული შემადგენლობით (ჯო ჰარტით კარში) დაუხვდა "სტიაუას", აქ ყველაფერი პირველ მატჩში გადაწყდა, ასე რომ, პეპ გვარდიოლას გუნდმა 1:0 იკმარა, ფაბიან დელფის გოლით მოიგო და მშვიდად დაელოდება წილისყრას.
საპასუხო მატჩები
ოთხშაბათი. 24 აგვისტო
აპოელ-კოპენჰაგენი 1:1 (0:1)
გოლები: 1:0 სოტერიუ (69), 1:1 სანტანდერი (86)
ზალცბურგი-დინამო ზ. 1:1 (1:2 დ. დ.) (1:1)
გოლები: 1:0 ლაზარო (22), 1:1 ფერნანდესი (87), 1:2 ელ სუდანი (95)
სიტი-სტიაუა 1:0 (5:0)
გოლი: 1:0 დელფი (56)
როსტოვი-აიაქსი 4:1 (1:1)
გოლები: 1:0 აზმუნი (34), 2:0 ერიოხინი (52), 3:0 ნობოა (60), 4:0 პოლოზი (66), 4:1 კლაასენი (84-პენ)
გაძევება: კუდრიაშოვი (83. როსტოვი)
გლადბახი-იანგ ბოისი 6:1 (3:1)
გოლები: 1:0 ტ. აზარი (9), 2:0 რაფაელი (33), 3:0 რაფაელი (40), 4:0 ტ. აზარი (64), 5:0 რაფაელი (77), 5:1 რავე (79), 6:1 ტ. აზარი (84)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"