ლიონელ მესიმ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის სტარტი გამოტოვოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, პირველ შეხვედრაში "ბარსელონა" შინ "სელტიკს" ხვდება.

არგენტინელ ფეხბურთელს საზარდულის მცირე ტრავმა აქვს, რომელიც ურუგვაისთან მატჩში გაუმიზეზდა.

დღეს მესის ვენესუელასთან უნდა ეთამაშა, მაგრამ ის კატალონიაში დაბრუნდა, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა.

"ლეოს რეკომენდებული აქვს, უახლოეს რამდენიმე დღეში მსუბუქად ივარჯიშოს. მისი დაბრუნება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ტრავმასთან დაკავშირებული სიტუაცია", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული