აგუერო "ბორუსიასთვის" მზად არის, გუნდოგანი და კომპანი - არა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "ბორუსიასთან" (მ) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩამდე გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ გუნდის არგენტინელი ფორვარდი სერხიო აგუერო მზად არის ჩემპიონთა ლიგის სტარტისთვის.

შეგახსენებთ, რომ აგუერომ მანჩესტერ დერბიში მონაწილეობა დისციპლინარული სასჯელის გამო ვერ მიიღო.

გარდა ამისა, გვარდიოლამ განაცხადა, რომ "ბორუსიასთან" ვერ ითამაშებენ ილქაი გუნდოგანი და ვენსან კომპანი.

"აგუერო სათამაშოდ მზად არის, ხოლო რაც შეეხებათ გუნდოგანს და ვენსანს, ისინი დაუღალავად ვარჯიშობენ. ფეხბურთელები, რომლებსაც დერბიში მონაწილეობა არ მიუღიათ, შემდეგი მატჩებისთვის ემზადებიან.

მათი დახმარება
დაგვჭირდება. უახლოეს 18 დღეში 6 მატჩის ჩატარება მოგვიწევს", - აღნიშნა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტი"-"ბორუსიას" მატჩი 13 სექტემბერს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია mancity.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული