C ჯგუფი: "ბარსას" "ქერები" და საბრალო "სელტიკი" [VIDEO]

AutoSharing Option
"ალავესთან" სესაციური საშინაო მარცხის მერე, "ბარსელონამ" ისე ითამაშა, რომ ბოდიში მოიხადა კი არა, ფანებს აქეთ დარჩათ ბოდიში მოსახდელი და მადლობა გადასახდელი.

კატალონიელებმა საბრალო ბრენდან როჯერსის "სელტიკი" გამოიჭირეს და... "ბარსამ" ყველა გემოვნების დამაკმაყოფილებელი გოლი შეაგდო, მთავარი კაცები კი მაინც მესი-ნეიმარი იყვნენ. "ქერებმა" კლუბს პირველი ტაიმი 2:0 მოაგებინეს - ნეიმარი ორჯერ მოგვევლინა მესის ასისტენტად.

საოცარი იყო მეორე ბურთი - ბრაზილიელმა და არგენტინელმა ნახევარი სტადიონი ერთმანეთში ბურთის გათამაშებით გაიარეს, გლაზგოელთა ფეხბურთელები სავარჯიშო ფიგურებივით იყვნენ
და ბოლოს ბურთი კარში აღმოჩნდა.

მთლიანობაში მესიმ 3 გოლითა და ერთი საგოლე პასით დაამთავრა. თუ ლეომ "იჰეთთრიკა", პასების პოკერით გამოირჩა ნეიმარი და პლუს ლამაზი ჯარიმა შეაგდო. ამ ჰარმონიაში მოკრძალებულად შემოყო ფეხი ანდრეს ინიესტამ და ბოლოს ბეჩავ "სელტიკს" კბილი ლუის სუარესმაც გაავარჯიშა, ურუგვაელმა გლაზგოელებზე "კიჭები" ორჯერ გაავარჯიშა - 7:0.

"ბარსელონას" ლამაზი თამაშის მოკლე აღწერამ სულ გადაგვავიწყა, რომ 1:0-ზე "სელტიკს" გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ნორჩ მუსა დემბელეს მარკ-ანდრე ტერ-შტეგენმა აუღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაც შეეხება მატჩს, რომელიც წესით ინგლისში უნდა გამართულიყო "სიტისა" და "გლადბახს" შორის, ეს შეხვედრა წვიმის გამო გადაიდო.

ბარსელონა-სელტიკი 7:0
გოლები: 1:0 მესი (3), 2:0 მესი (27), 3:0 ნეიმარი (50), 4:0 ინიესტა (59), 5:0 მესი (60), 6:0 სუარესი (75), 7:0 სუარესი (88)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - ბუსკეტსი (61. რაფინია), ანდრე გომეში, რაკიტიჩი (46. ინიესტა) - ნეიმარი, მესი, სუარესი
სელტიკი (4-1-4-1): დე ვრისი - ლუსტიგი, კ. ტურე, სვიატჩენკო (68. ო’კონელი), ტირნი - ბრიტონი (76. მაკგრეგორი) - რობერტსი (68. არმსტრონგი), გამბოა, ბრაუნი, სინკლერი - მ. დემბელე
შენიშვნა: დემბელემ ვერ გაიტანა პენალტი (24)
გაფრთხილება: ტერ შტეგენი, რაკიტიჩი - ბრაუნი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 8-3; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 15-4 (9-2); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 73 290

სიტი-გლადბახი გადაიდო
დღეს გაიმართება

მომდევნო ტური
28 სექტემბერი:
გლადბახი-ბარსელონა, სელტიკი-სიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბარსა,რეალი,მანჩესტერები,ბავარია ყიდულობენ ყველას და ყველაფერს ვინც კი დადის და დაფრინავს ამიტომაც ფეხბურთი უინტერესო გახდა.ერთადერთი ატლეტიკო სიმეონეს და ფეხბურთელების დიდი თავდადებით უძალიანდებიან ამ ვეშაპებს.გუშინდელი ბარსას და ბავარიის ყურებას ინდური სერიალის ყურება სჯობს.
მოსაწყენი საკლუბო ფეხბურთი
11:21 14-09-2016
0
ბესო72
14 სექტემბერი 2016 10:14
ისე ჩვენების გვიკვირს , ხოლმე ძლიერებთან , რომ ვაგებთ , მარა ღრმად ვარ დარწმუნებული თბილისის დინამო, რომ გასულიყო ჯგუფურ ეტაპზე და ბარსელონას შეხვედროდა, ამხელა ანგარიშით არ წააგებდა.-----------ჰო თბილისის დინამო მხოლდო 16-0 წააგებდა დ აარა საშინელი 7-0 :)

სამტრედიაზე რომ დაგეწერა ეგა მეგობარო კიდევ იფიქრებდა კაცი რომ პრინციპში შესაძლებელიაო, დინამოზე რამ დაგაწერინა, რაც არის დინამო აგერ გამოჩნდა ყველა ასპექტში და ბოლო წერტილი შუქურასთან დაესვა.
Guadua
13:31 14-09-2016
0

სიახლეები პოპულარული