12:20 15-09-2016
ედინსონ კავანი: ყველაფერი ჩემი ბრალია
AutoSharing Option
ასეა თუ ისე, შეუძლებელია "არსენალის" გულშემატკივრები კლუბის თამაშით კმაყოფილები დარჩენილიყვნენ და მატჩის შემდეგ, არსენ ვენგერსაც მოუხდა ახსნა-განმარტებების მიცემა.
"პირველ ტაიმში ალექსის სანჩესისგან ძალიან შორს ვთამაშობდით. მეორე ტაიმში უფრო წინ ავიწიეთ და კარგი შანსები გვქონდა, გათანაბრება შევძელით კიდეც. როდესაც დებიუტშივე შეცდომას უშვებ და გოლს უშვებ ასეთი მაღალი კლასის მეტოქისგან, ბუნებრივიცაა, რომ პრობლემები შეგექმნება. თუმცა გავძელით და ყველაზე კარგია ის არის, რომ პანიკაში არ ჩავვარდით. საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილი ვარ" - თქვა ვენგერმა.
მუსიე არსენი ყოველი შეხვედრის მერე უსვამს ხაზს, რომ მისი კლუბი ჯერ სასურველ ფიზიკურ კონდიციაში არ არის და ფორმაში შესვლა სჭირდება. არადამაჯერებელ თამაშს იგი პირველ რიგში სწორედ ფიზმომზადებას აბრალებს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მიზეზი გუნდის შიგნით უნდა ეძიოს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ვენგერმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პსჟ-სგან მოწვევა ჰქონდა, მაგრამ ცხადია, "არსენალის" პატივისცემამ და სიყვარულმა გადაწონაო. ვენგერი მალე "მეთოფეების" თავკაცად ყოფნის 20-წლისთავს აღნიშნავს, მის მოქმედ კონტრაქტს კი ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება და ბევრის აზრით, მხარეები ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებენ.
სხვათა შორის, ვენგერი ოლივიე ჟირუსა და მარკო ვერატის გაძევების ეპიზოდსაც გამოეხმაურა. ინციდენტი მართლაც უცნაური იყო, იტალიელი რისთვის გააძევეს მართლაც გაუგებარი გახლდათ და არც ფრანგს დაუშავებია დიდად რამე.
"ვერ მივხვდი რატომ გააგდეს ჟირუ და ვერატი, ისინი ამბობდნენ, რომ არაფერი უქნიათ" - დაამატა ვენგერმა.
ედინსონ კავანიმ კი ვერმოგების გამო, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. დიახ, სწორედ ურუგვაელის სწრაფი გოლით კი გავიდა პარიზული გუნდი წინ, მაგრამ მერე მან ძალიან ბევრი მომენტი გაანიავა და საბოლოოდ, მასპინძლები დაისაჯნენ კიდეც.
"ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ და გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ჩემპიონატის შეხვედრაში. ბევრი კარგის დანახვა შეიძლება, მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ მომენტების რეალიზაციასთან გვქონდა პრობლემა. ეს არის ტურნირი, სადაც რაც შეიძლება მეტი მატჩი უნდა მოიგო და ჩვენც გამარჯვებით გვსურდა დაწყება, რაც სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა.
პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ, რადგანაც ბევრი შანსი მქონდა. თუმცა ეს ფეხბურთია, ხანდახან ბურთი გადის, ხანდახან კი - არა. ახლა მთავარია ამავე შემართებით გავაგრძელოთ და ასეთივე ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ მომავალ შეხვედრებში" - აღნიშნა კავანიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული