C ჯგუფი: კუნის ჰეთ თრიკი ნაწვიმარზე [VIDEO]

AutoSharing Option
ეს შეხვედრა წინა დღით უნდა გამართულიყო, მაგრამ მანჩესტერში კოკისპირულად წვიმდა და "ეტიჰადი" დაიტბორა. თამაში 24 საათის დაგვიანებით გაიმართა და ხოსეპ გვარდიოლას გუნდის სრული ტრიუმფით დასრულდა, "გლადბახის" დაცვამ ვერ შეაჩერა სერხიო აგუერო და ვერც მის ბოლო წუთებზე შემცვლელ კელეჩი იჰეანაჩოს მოუხერხა რამე.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კუნმა მე-9 წუთზე დასწრებაზე ითამაშა და ანგარიში ისე გახსნა, 28-ე წუთზე არგენტინელმა პენალტი გაიტანა. ჰეთ თრიკი მან 77-ე წუთზე შეასრულა, როცა სანეს პასი მიიღო (ეპიზოდი საკამათოა - შესაძლოა, კუნი თამაშგარეში იყო) და მეკარე ზომერს დუელი მოუგო.

სულ
მალე მან ადგილი იჰეანაჩოს დაუთმო, რომელმაც თამაშს წერტილი ახლო მანძილიდან იოლი დარტყმით დაუსვა. "სიტიმ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა შორის უნდა მოვიაზროთ. შეგახსენებთ, რომ წინა დღით ამ ჯგუფში "ბარსელონამ" შავი დღე აყარა გლაზგოს "სელტიკს".

სიტი-გლადბახი 4:0
გოლები: 1:0 აგუერო (9), 2:0 აგუერო (28-პენ), 3:0 აგუერო (77), 4:0 იჰეანაჩო (91)
სიტი (4-1-4-1): ბრავო - საბალეტა, ოტამენდი, სტოუნსი, კოლაროვი - ფერნანდინიო - ნავასი, დე ბრუინი, გიუნდოგანი (81. კლიში), სტერლინგი (79. სანე) - აგუერო (83. იჰეანაჩო)
გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - ელვედი, კრისტენსენი, შტრიობლი - ჯონსონი, დაუდი, კრამერი (39. კორბი), ვენდტი - რაფაელი - შტინდლი (81. ი. ტრაორე), ჰანი (59. ტ. აზარი)
გაფრთხილება: ოტამენდი - კრამერი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 20-3 (10-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 52 097

მომდევნო ტური
28 სექტემბერი:
გლადბახი-ბარსელონა, სელტიკი-სიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული