უეფამ შესაძლოა ვარშავის "ლეგია" დასაჯოს

AutoSharing Option
უეფამ შესაძლოა ვაკო ყაზაიშვილის "ლეგია" დასაჯოს.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ვარშავიას "ლეგიასა" და დორტმუნდის "ბორუსიას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩზე საქმე აღძრა.

ამის შესახებ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მატჩის დროს "ლეგიას" ფანები სტუმარი გუნდის ტრიბუნებზე შეღწევას ცდილობდნენ და არეულობები მოაწყვეს.

გარდა ამისა "ლეგიას" ფანებს ბრალად ედებათ პიროტქენიკის სროლა და რასისიტული საქციელი.

შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილის "ლეგია" დორტმუნდის "ბორუსიასთან" შინ ანგარიშით 0:6 განადგურდა. ყაზაიშვილი 65-ე წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული