ეს "ალჟირული გოლი" კლაუდიო რანიერის გუნდს მე-3 მატჩიდან მესამეს მოსაგებად ეყო და "მელიები" უდანაკარგოდ არიან, თანაც ჯერ გოლი არ გაუშვიათ. ოფიციალურად არა, მაგრამ 90%-ით, "ლესტერი" მერვედფინალშია. არადა, "კოპენჰაგენს" ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა და დანიელები იბრძოდნენ, მაგრამ...
სამაგიეროდ, უპირატესობა ტაბლოზე ასახა "პორტუმ". აქ უკვე მექსიკელი გმირები გვყავდა. "დრაკონებმა" დაცვაში უყურადღებობის გამო კი გაუშვეს, მაგრამ მიგელ ლაიუნმა ლამაზი დარტყმით გაათანაბრა, ხოლო ბოლო წამებზე
ლესტერი-კოპენჰაგენი 1:0
გოლი: 1:0 მაჰრეზი (40)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - დრინკვოტერი, კინგი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი (90+2. ამარტეი) - სლიმანი (88. ულოა), ვარდი (85. ოკაზაკი)
კოპენჰაგენი (4-4-2): ოლსენი - ანკერსენი (87. გრეგუსი), იორგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტინსონი - კვისტი, დელანი, ვერბიჩი (66. ფალკი), ტუტუ (85. პავლოვიჩი) - სანტანდერი, კორნელიუსი
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 3-7; ჯარიმა: 7-9; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 10-9 (2-4); ბურთის ფლობა: 46%-54%; მაყურებელი: 31 037
ბრიუგე-პორტუ 1:2
გოლები: 1:0 ვოსენი (12), 1:1 ლაიუნი (68), 1:2 ანდრე სილვა (90+3-პენ.)
ბრიუგე (3-4-2-1): ბიუტელი - პულენი, სიმონსი, დენსვილი - ვან რეინი, პინა (78. გედოში), კლაუდემირი, ლიმბომბე (82. ბოლინგოლი-მბომბო) - ვანაკენი, ვორმერი - ვოსენი (84. ფერეირა და სილვა)
პორტუ (4-1-3-2): კასილიასი - ლაიუნი, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელესი - პერეირა - ტორესი, ერერა (59. ბრაჰიმი), ოტავინიო (72. ანდრე ანდრე) - ჟოტა (60. კორონა), ანდრე სილვა
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 3-8; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 7-20 (5-8); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 23 372
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლესტერი 3 3 0 0 5-0 9
2. კოპენჰაგენი 3 1 1 1 5-2 4
3. პორტუ 3 1 1 1 3-3 4
4. ბრიუგე 3 0 0 3 1-9 0
მომდევნო ტური
2 ნოემბერი:
კოპენჰაგენი-ლესტერი, პორტუ-ბრიუგე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"