ჩემპიონთა ლიგა. III ტური. H ჯგუფი: რომ არა ბუფონი... [VIDEO]

AutoSharing Option
"ლიონმა" კარგად იცოდა, რომ შინ "იუვენტუსთან" წაგება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებდა და მასპინძლების მოგების შანსებიც ჰქონდათ.

დაბრუნებულმა ალექსანდრ ლაკაზეტმა წინა სეზონისა არ იყოს, ამჯერადაც გააცუდა ჯგუფურ ეტაპზე მნიშვნელოვან მომენტში პენალტი, მას ჯანლუიჯი ბუფონმა აუღო. მერე "იუვეს" ლემინა გაუძევეს და ტურინელები 54-ე წუთის შემდეგ 10 კაცით იყვნენ, მაგრამ ბურთის ფლობის თამადობით, თითქმის ყველა სტატისტიკურ მონაცემში აჯობეს მეტოქეს. შანსები ჰქონდათ ფეკირსა და ტოლისოსაც, მაგრამ ბუფონი ბუფონია... "იუვენტუსი" კი "იუვენტუსი".

მასიმილიანო ალეგრიმ მინდორზე ხუან კუადრადო შეიყვანა, რომელმაც სხარტი
და ტექნიკური თამაშით ჩამოიშორა მეტოქე და მახვილი კუთხიდან ახლოში ძლიერად დაურტყა ანტონი ლოპეშს, პორტუგალიელი კი ჩაწოდებას ელოდა და...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მარიანოს კარგი პასის მერე, ახლო კუთხეში გაიტანა სამირ ნასრიმაც, ლივაკოვიჩს კარი ჰქონდა დაკარგული. "სევილია" კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა ზაგრებში და მართალია, მეტი გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ რეალურად შემთხვევითი გოლის საფრთხის წინაშეც კი არ იდგა, რადგან "დინამოს" მეტოქის კარში ზუსტად ერთხელაც კი არ დაურტყამს და ძალიან უსუსური იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ერთი სიტყვით, ამ ჯგუფში საქმეები ისე წავიდა, რომ უკვე შემდეგ ტურში შესაძლოა, ყველაფერი გაირკვეს. სევილიელთა გამარჯვებაში ალბათ ეჭვი არავის გვეპარება, ხოლო "ლიონს" მძიმე მისია აქვს, თუ შანსის დატოვება სურს, ფრანგებმა "იუვენტუს სტედიუმზე" არ უნდა წააგონ.

ჩემპიონთა ლიგა. III ტური. H ჯგუფი
დინამო (ზ)-სევილია 0:1
გოლი: 0:1 ნასრი (37)
დინამო ზ. (4-4-2): ლივაკოვიჩი - სტოიანოვიჩი, სიგალი, შილდენფილდი, სოსა - პავიჩიჩი (51. ჟონასი), ბენკოვიჩი, კნეჟევიჩი (87. ენრიკეში), ანტოლიჩი (15. ფიოლიჩი) - სუდანი, და სილვა
სევილია (4-4-2): რიკო - მერკადო, რამი, პარეხა, ესკუდერო - მარიანო, ნ'ზონზი, ნასრი, ვიტოლო - ვიეტო (65. ბენ იედერი), ვასკესი (89. იბორა)
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 5-12 (0-5); ბურთის ფლობა: 27%-73%; მაყურებელი: 6021

ლიონი-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 კუადრადო (76)
ლიონი (3-5-1-1): ანტონი ლოპეში - იანგა-მბივა (82. გეზალი|), ნ'კულუ, დიახაბი - რაფაელი, დარდერი (64. ფერი), გონალონი, ტოლისო, მორელი - ფეკირი - ლაკაზეტი (72. კორნიე)
იუვენტუსი (3-5-1-1): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, ევრა - დანი ალვეში (84. ბენატია), პიანიჩი, ლემინა, ხედირა (75. სტურარო), ალექს სანდრო - დიბალა (69. კუადრადო) - იგუაინი
გაძევება: ლემინა (54)
გაფრთხილება: 5-3; კუთხური: 10-4; ჯარიმა: 15-7; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13-13 (4-5); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 53 907

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 3 2 1 0 5-0 7
2. სევილია 3 2 1 0 2-0 7
3. ლიონი 3 1 0 2 3-2 3
4. დინამო ზ. 3 0 0 3 0-8 0

მომდევნო ტური
2 ნოემბერი:
სევილია-დინამო ზ, იუვენტუსი-ლიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული