დღეს ორი საგზურის ბედი წყდება და ორივე B ჯგუფში.
რა შეიძლება მოხდეს დღეს?
A ჯგუფი* პსჟ და "არსენალი" უკვე გასულები არიან. გადასაწყვეტია, ვინ იქნება პირველი ჯგუფში. პსჟ-ს ურთიერთშეხვედრებში მეტი საგარეო გოლის წყალობით, უპირატესობა აქვს. ამიტომაც ფრანგები გამარჯვებით პირველ ადგილზე გავლენ. პსჟ პირველი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ბოლო ტურში "არსენალზე" ნაკლებ ქულას არ დააგროვებს.
* "ლუდოგორეცს" "ბაზელთან" შედარებით ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს (ისევ სტუმრად გატანილი გოლის წესი).
B ჯგუფი
* თუ "ნაპოლი" ლისაბონში არ წააგებს, მერვედფინალში გავა. ვინც არ უნდა მოიგოს ამ თამაშში, ის გუნდი ჯგუფს პირველ ადგილზე დაასრულებს. და ორივე გავა, თუკი "ბეშიქთაში" თავის მატჩს დათმობს.
* თუ ლისაბონში ფრე იქნება, "ბეშიქთაში" მოგებით პირველ ადგილზე გადის. თუ "ბეშიქთაში" "დინამოს" დაუზავდება, მერვედფინალში მხოლოდ "ნაპოლის" მარცხის შემთხვევაში გავა.
* რაც არ უნდა მოხდეს, კიევის "დინამო" ამ სეზონში უკანასკნელ მატჩს თამაშობს ევროთასებზე.
C ჯგუფი
* ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია - "ბარსელონა" პირველია, "სიტი" - მეორე, "გლადბახი" ევროპალიგის პლეი ოფშია, "სელტიკი" ევროთასებს ემშვიდობება.
D ჯგუფი
* "ატლეტიკომ" პირველი ადგილი გაინაღდა, "ბაიერნმა" - მეორე.
* გასარკვევია მხოლოდ ევროპალიგის საგზურის ბედი - პსვ-ს მხოლოდ მოგება აწყობს ხელს "როსტოვთან". სხვა ყველა შემთხვევაში რუსული კლუბი აგრძელებს ბრძოლას.
გამორჩეული მატჩი: ოღონდ ბაიერნი-ატლეტიკო არა...
სხვა სიტუაციაში, რა თქმა უნდა, "ალიანც არენაზე" გასამართავ მატჩს გამოვარჩევდით, სადაც კარლო ანჩელოტისა და დიეგო სიმეონეს მორიგი დუელი გველის, მაგრამ სამწუხაროდ, სატურნირო მნიშვნელობა ამ მატჩს არ აქვს. ამიტომაც სიმეონე ტიაგოს, ფილიპე ლუიშსა და სხვებს ასვენებს. "ატლეტიკომ" შესაძლოა, ტორესისა და კორეას წყვილით შეუტიოს. თუმცა, ბუნებრივია, "ბაიერნისა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს. "ატლეტიკოს" აქვს შანსი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეშვიდე გუნდი გახდეს, ვინც ჯგუფური ეტაპის გრანდ სლემის მიღწევას შეძლებს, ამისთვის კი ბოლო მატჩშიც გამარჯვება ესაჭიროება. ანჩელოტის კი გერმანიაში სულ უფრო თამამად აკრიტიკებენ, თანაც "ბაიერნს" 0:1-ისთვის შური აქვს საძიებელი.
გამორჩეული თამაში კი B ჯგუფიდან გვაქვს, რომელიც შორეულ ლისაბონში გაიმართება - ჯგუფში, სადაც პირველმა ხუთმა ტურმა თითქმის ვერაფერი გაარკვია, "ბენფიკა" იტალიურ "ნაპოლის" მასპინძლობს.
ჯგუფური ეტაპის განმავლობაში B ჯგუფის ფავორიტებმა ქულები ანიავეს და თუ ერთ-ერთი მათგანი პლეი ოფში ვერ გააღწევს, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. "ნაპოლიმ" დიდებულად დაიწყო, მაგრამ რაც ცენტრფორვარდი არკადიუშ მილიკი დაკარგა, გეგმები აერია. ნეაპოლში მოგებული მაურიციო სარის გუნდს ახლაც დიდ საქმეს უკეთებს - იტალიელებს მერვედფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნის, რადგან ამ შემთხვევაში, უშუალო შეხვედრებში სჯობნიან "და ლუშის" მკვიდრთ.
რუი ვიტორია (ბენფიკა): "ფეხბურთელები მზად არიან. მათ კარგად იციან, რა "ღირს" ეს მატჩი. თუ გასვლა გვინდა, უნდა მოვიგოთ. მოკლედ, მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვართ დამოკიდებულები. ჩვენ ხვალ ისე გავალთ, როგორც ფინალზე. ვფიქრობ, ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სათქმელი ჯერ არ გვითქვამს ბოლომდე. გუნდი დარწმუნებულია, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შესაძლებელია. როცა ნეაპოლში წავაგეთ და უკან ვბრუნდებოდით, ჩვენ ჯგუფში უკანასკნელ ადგილზე ვიმყოფებოდით. ხვალ კი გავალთ, რათა მოვიგოთ და პირველ ადგილზე გავიდეთ. ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია, ის იტალიის კლუბების სამეულში შედის. ჩვენ კარგად ვიცნობთ "ნაპოლის".
მაურიციო სარი (ნაპოლი): "ეს იქნება გადამწყვეტი მატჩი. ჩვენ ვთამაშობთ დიდებულ სტადიონზე, დიდებული მაყურებელის თვალწინ. "ბენფიკას" ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რომელიც ძალიან სახიფათოდ უტევს. აუცილებლად ყველა ჩვენი საუკეთესო თვისება უნდა გამოვავლინოთ, თუკი მერვედფინალში გასვლა გვსურს. ეს მატჩი ჩვენს წინა დაპირისპირებას არ ჰგავს, ამჯერად, ეს ფინალია. უნდა ვაჩვენოთ ხასიათის სიმტკიცე და მოვიგოთ ეს ფინალი".
* * *
ამავე ჯგუფის მეორე მატჩი კიევში გაიმართება, რომელიც სტუმარი "ბეშიქთაშისთვის" არის გადამწყვეტი. თურქული კლუბი "ბენფიკასა" და "ნაპოლის" მერვედფინალის საგზურისთვის დაუსწრებლად ებრძვის. ყველაფერი თურქთა ხელშია, თუ ისინი უმოტივაციო "დინამოს" დაამარცხებენ, მერვედფინალში გავლენ.
შენოლ გიუნეში (ბეშიქთაში): "ასეთი მატჩები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უფრო დიდი მოტივაცია გვამოძრავებს. გამარჯვება არა მარტო "ბეშიქთაშს" წაადგება, არამედ თურქულ ფეხბურთს. ახლა ჩვენ მხოლოდ ამ ისტორიულ შანსზე და მისი მიღწევის გეგმებზე ვფიქრობთ. ჩემი აზრით, წლეულს ამაზე მნიშვნელოვანი თამაში არ გვქონია".
* * *
"ბარსელონა" დისკვალიფიცირებულ ნეიმარსა და ივან რაკიტიჩს მოისაკლისებს და "კამპ ნოუზე" აბსოლუტურად უმოტივაციო მატჩში, "გლადბახს" უმასპინძლებს. ერთი ეგაა, გერმანელებმა შესაძლოა, კატალონიელებისგან კლასიკოზე ხელიდან გაშვებული გამარჯვების რისხვა დაიტეხონ თავს და ამისთვის მზად უნდა იყვნენ. ამას მიანიშნებს ისიც, რომ უკვე გამოცხადდა, რომ ლიონელ მესი არ დაისვენებს და ის გერმანელების წინააღმდეგ მატჩში სასტარტო 11-ეულში იქნება. "სიტის" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა კი დაცვის ხაზში სულაც ექსპერიმენტებს მიმართავს ასევე უმოტივაციო დაპირისპირებაში "სელტიკის" წინააღმდეგ.
A და D ჯგუფებში მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის საკითხები წყდება, რაზეც ყურადღებას აღარ გავამახვილებთ.
ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტური
სამშაბათი. 6 დეკემბერი
A ჯგუფი
პსჟ-ლუდოგორეცი 23:45
დისკვალიფიკაცია: ვერატი (პსჟ)
ტრავმა: პასტორე, რაბიო - ვიტინია
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): არეოლა - ორიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, მაქსველი - ტ. მოტა, კრიხოვიაკი, მატუიდი - ლუკასი, კავანი, დი მარია
ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი - სისინიო, მოცი, პალომინო, ნათანიელი - დიაკოვი, ანისე - მერსელინიო, ვანდერსონი, კაფუ - კეშერიუ
მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)
ბაზელი-არსენალი 23:45
დისკვალიფიკაცია: კოკლენი (არსენალი)
ტრავმა: შპორარი - დებიუში, ბელერინი, კასორლა, მერტეზაკერი, უელბეკი
სავარაუდო შემადგენლობები
ბაზელი (4-2-3-1): ვაცლიკი - ლანგი, სუხი, ბალანტა, ტრაორე - ჯაკა, ზუფი - ბიარნასონი, დელგადო, შტეფენი - დუმბია
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - გაბრიელი, კოსიელნი, მუსტაფი, გიბსი - ელნენი, ჯაკა - რემზი, იოზილი, ა. სანჩესი - ჟირუ
მსაჯი: მანუელ დე სოუზა (პორტუგალია)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 5 3 2 0 14-5 11
2. პსჟ 5 3 2 0 11-5 11
3. ბაზელი 5 0 2 3 2-8 2
4. ლუდოგორეცი 5 0 2 3 4-13 2
B ჯგუფი
დინამო-ბეშიქთაში 23:45
დისკვალიფიკაცია: ტიმჩუკი (დინამო)
ტრავმა: დანილო სილვა, ფედორჩუკი - ერკინი, როდოლფო, ტალისკა
სავარაუდო შემადგენლობები
დინამო კ. (4-1-4-1): რუდკო - მოროზიუკი, ხაჩერიდი, ვიდა, მაკარენკო - რიბალკა - იარმოლენკო, სიდორჩუკი, გარმაში, ციგანკოვი - ჟ. მორაეში
ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი - გიონული, მარსელო, ტოშიჩი, ბეკი - არსლანი, ჰატჩინსონი - კვარეჟმა, იოზიაკუპი, ადრიანო - აბუბაკარი
მსაჯი: კრეიგ თომსონი (შოტლანდია)
ბენფიკა-ნაპოლი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გრიმალდო, ელიზეუ, ორტა, ჟონასი - მილიკი
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-4-2): მორაეში - ნელსინიო, ლუიზაო, ლინდელიოფი, ალმეიდა - სალვიო, პიცი, ფეიშა, სერვი - გუედესი, მიტროღლუ
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კირიკეში, კულიბალი, გულამი - ჰამშიკი, ჟორჟინიო, ალანი - კალეხონი, მერტენსი, ინსინიე
მსაჯი: მატეუ ლაოსი (ესპანეთი)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ნაპოლი 5 2 2 1 9-7 8
2. ბენფიკა 5 2 2 1 9-8 8
3. ბეშიქთაში 5 1 4 0 9-8 7
4. დინამო კ. 5 0 2 3 2-6 2
C ჯგუფი
ბარსელონა-გლადბახი 23:45
დისკვალიფიკაცია: ნეიმარი, რაკიტიჩი - შტინდლი
ტრავმა: მატიო - ჰერმანი, ტრაორე, დომინგესი, შულცი, დუკურე, დრმიჩი
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, მასკერანო, უმტიტი, ალბა - დ. სუარესი, ანდრე გომეში, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, პ. ალკასერი
გლადბახი (3-2-3-2): ზომერი - ელვედი, კრისტენსენი, შტრიობლი - კორბი, ვენდტი - კრამერი, დაუდი, ჯონსონი - აზარი, რაფაელი
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)
სიტი-სელტიკი 23:45
დისკვალიფიკაცია: ფერნანდინიო (სიტი)
ტრავმა: კომპანი, სტერლინგი (?) - სინკლერი, გრიფიტსი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
სიტი (4-2-3-1): კაბალიერო - მაფეო, საბალეტა, ადარაბიო, კლიში - ფერნანდო, დელფი - ნოლიტო, იჰეანაჩო, სანე - აგუერო
სელტიკი (4-4-2): გორდონი - ლუსტიგი, სვიატჩენკო, შიმუნოვიჩი, ისაგირე - რობერტსი, ბრაუნი, არმსტრონი, ფორესტი - როგიჩი, დემბელე
მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 5 4 0 1 16-4 12
2. სიტი 5 2 2 1 11-9 8
3. გლადბახი 5 1 2 2 5-8 5
4. სელტიკი 5 0 2 3 4-15 2
D ჯგუფი
ბაიერნი-ატლეტიკო 23:45
დისკვალიფიკაცია: გიოტცე (ბაიერნი)
ტრავმა: ბოატენგი - ტიაგო, ფილიპე ლუიში, ა. ფერნანდესი, ჩერჩი
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, მარტინესი, ჰუმელსი, ბერნატი - ლამი, სანჩესი - დ. კოშტა, მიულერი, რობენი - ლევანდოვსკი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, ხიმენესი, სავიჩი, ლ. ერნანდესი - გაიტანი, ს. ნიგესი, კოკე, ფერეირა-კარასკო - ა. კორეა, ფ. ტორესი
მსაჯი: კლემან ტურპენი (საფრანგეთი)
პსვ-როსტოვი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვილემსი, გუარდადო, ჰენდრიკსი, ლოკადია - ჯანაევი (?), ერიოხინი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
პსვ (4-4-2): ზოეტი - არიასი, მორენო, ისიმატ-მარინი, ბრენეტი - პრიოპერი, ს. დე იონგი, რამსელაარი - ლ. დე იონგი, ზინჩენკო
როსტოვი (5-3-2): ჯანაევი - კალაჩევი, მევლია, ნავასი, გრანატი, კუდრიაშოვი - გაცკანი, ნობოა, ერიოხინი - პოლოზი, აზმუნი
მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 5 5 0 0 7-1 15
2. ბაიერნი 5 3 0 2 13-6 9
3. როსტოვი 5 1 1 3 6-12 4
4. პსვ 5 0 1 4 4-11 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"