ევროპალიგა. 1/16-ფინალი. I მატჩების წინ: ვაკო VS აიაქსი

AutoSharing Option
ვაკო ყაზაიშვილს ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია და გოლებიც გაუტანია, მაგრამ ევროთასებზე ჰოლანდიურ გრანდს ქართველი პირველად ხვდება.

თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" "ფენერბაჰჩესთან" გაარკვევს მერვედფინალისტის ვინაობას, მაგრამ ეს წყვილი ნაკლებად გვაინტერესებს (თუ რატომ, ქვემოთ).

ქართველები ევროპალიგას შემორჩენილ კიდევ ორ გუნდში ირიცხებიან, მაგრამ ისინი ძირითადი გუნდის წევრებად არ ითვლებიან, თუმცა დღევანდელ წყვილებში სხვა საინტერესოსაც ბევრს ვნახავთ.

მაშ ასე, დღეს ვაკო ყაზაიშვილის "ლეგია" "აიაქსს" დაუხვდება. მოვუსმინოთ ჩვენებურს:

"ჰოლანდიაში 5 წელი ვთამაშობდი და "აიაქსს" კარგად ვიცნობ. ვიცნობ მათ მწვრთნელსაც. "აიაქსი" და "ლეგია" ერთნაირ ფეხბურთს თამაშობენ.
ორივე იბრძვის მოედანზე თამაშის გასაკონტროლებლად. არა მგონია, რომ პოლონეთის ჩემპიონატის დონე ჰოლანდიისას რამით ჩამორჩებოდეს. აქ თითოეული მატჩის მოგება ძალიან ძნელია".

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში თამაშისას, მან სამჯერ დალაშქრა "აიაქსის" კარი (2-ჯერ ჩემპიონატში, ერთხელ თასზე). იყო დრო, როცა "აიაქსის" მისით დაინტერესებაზეც ლაპარაკობდნენ...

წესით, "კრასნოდარი"-"ფენერბაჰჩეც" უნდა გვაინტერესებდეს, მაგრამ თუკი შემოდგომით თორნიკე ოქრიაშვილის ევროპალიგის განაცხადში შეყვანა ვერ მოესწრო, ახლა მას გუნდის თავკაცმა სხვა ამპლუის ფეხბურთელი არჩია. დასანანია, მაგრამ ჩვენებური, რომელზეც, თითქოს, დიდ იმედებს ამყარებდნენ გაზაფხულიდან, სეზონის ბოლომდე ევროთასებზე ვერ ითამაშებს.

პლეი ოფის I ეტაპზე გასული 32 გუნდიდან 11 ევროპის ტოპ-5 ლიგის წევრია, მხოლოდ სამ შემთხვევაში დაეჯახნენ ისინი ერთმანეთს - ყოფილ "ელ მადრიგალზე" ყოჩაღი "ვილიარეალი" ევროპალიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ "რომას" მასპინძლობს; მიონხენგლადბახში "ბორუსია" "ფიორენტინას" დაუხვდება, ხოლო "ოლდ ტრაფორდზე" ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედი" "სენტ ეტიენს" მიიღებს. გარდა ამისა, არც "სელტასა" და "შახტარის" თამაში იქნება უინტერესო.

ხუთშაბათი. 16 თებერვალი
კრასნოდარი-ფენერბაჰჩე 20:00
ასტრა-გენკი 22:00
ალკმაარი-ლიონი 22:00
გლადბახი-ფიორენტინა 22:00
სელტა-შახტარი 22:00
როსტოვი-სპარტა 22:00
გენტი-ტოტენჰემი 22:00
ლუდოგორეცი-კოპენჰაგენი 22:00
ოლიმპიაკოსი-ოსმანლი 22:00
ანდერლეხტი-ზენიტი 00:05
ბილბაო-აპოელ 00:05
ბეერ შევა-ბეშიქთაში 00:05
ლეგია-აიაქსი 00:05
მანჩესტერი-სტ. ეტიენი 00:05
პაოკ-შალკე 00:05
ვილიარეალი-რომა 00:05

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
აიაქსთან თამაში რთულია ლეგიასთვის აიაქსი ისეთი სახელია მაგრა ტეხავს ვაკოს განცხადება პოლონეთის და ჰოლანდიის ჩემპიონატი ერთი და იგივეაო ეხ
n
18 თებერვალი 2017 03:27
0
ცუდი კაცია მისი მწვრთნელი ოქრიმ ადგილი შეუნარჩუნა. ბევრ თამაში მოაგებინა მაგრამ უმადურები არინ, ოქრი იტყვის თავის სათქმელს
aleqsi
16 თებერვალი 2017 17:01
0
ამას ნაღდად არ მოველოდი ოქრისგან, მაგრად დაგვწყვიტა გული გულშემატკივრებს.
gabo
16 თებერვალი 2017 16:49
0
აბი გუნდის ლიდერად ვიქცევიო,ოქრიმ,აი აი..
rezi
16 თებერვალი 2017 15:55
0
ხო აბა ხელიდან არ წაგვღლიტონო:))))
sas
16 თებერვალი 2017 15:39
0
ახალგაზრდები, რომლებიც მიდიან რუსეთში - ამ საიტს არ კითხულობთ? წაიკითხეთ!
ქუთაისელი
16 თებერვალი 2017 15:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული