დორტმუნდში მომხდარი აფეთქების შემდეგ ინციდენტის გარეშე არც ევროპალიგა დარჩენილა - "ლიონი"-"ბეშიქთაში", რომელიც ისედაც შერაცხილი იყო "მაღალი რისკის" დაპირისპირებად, რამდენიმე წუთით გადაიდო, რადგან ზემო რიგებში მსხდომმა თურქმა ხულიგნებმა ქვემოთ პიროტექნიკა და სხვადასხვა საგანი ჩაყარეს და იქ მსხდომმა მასპინძელთა ფანებმა თავს გაქცევით უშველეს, მაგრამ სხვაგან სად გაიქცეოდნენ, ისინი მოედანზე შეცვივდნენ.
სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ფანების სექტორში მოსალაპარაკებლად "ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლაც კი
ჩაშლას გადარჩენილ მატჩში ანგარიში ჰოლანდიელმა რაიან ბაბელმა გახსნა, ამის მერე "ლიონი" შტურმზე გადავიდა.
მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლო ტოლისომ ანგარიშის გათანაბრება. რამდენიმე წამში "ბეშიქთაშის" მეკარე ფაბრიმ სასტიკი შეცდომა დაუშვა და მორელმა "ლიონი" დააწინაურა - 2:1. ცხადია, რომ სტამბოლში დიდი ამბები გველის, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს მიღმაც.
ბრიუსელში ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერი" აშკარად სჯობდა "ანდერლეხტს", მაგრამ საბოლოოდ, მატჩი ცოტა არალოგიკური შედეგით დასრულდა. პირველ ტაიმში ჰენრიხ მხითარიანმა თანაგუნდელის დარტყმულს, ფაქტობრივად, ცარიელ კარში დაამატა მახვილი კუთხიდან. ამის მერე ინგლისელთა უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ სტუმრებმა მეტის გატანა ვერაფრით შეძლეს და ბოლოს დაისაჯნენ კიდევაც - 86-ე წუთზე ლეანდერ დენდონკერმა თავით გაათანაბრა და თავის გუნდს საპასუხო მატჩის წინ ნახევარფინალში გასვლის შანსი შეუნარჩუნა - 1:1.
მხიარული მატჩი გამოდგა ვიგოში, სადაც "სელტა" მოულოდნელად მდევრის როლში აღმოჩნდა - ჟან-პოლ ბუტიუსმა "გენკი" დააწინაურა. I ტაიმში "სელტას" პასუხი მტკიცე იყო - პიონე სისტომ, იაგო ასპასმა და იონ გუიდეტიმ სამი გოლი გაუტანეს მეტოქეს, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც "გენკის" იყო.
ბუტიუსის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა თომას ბუფელმა გაიტანა - 3:2. 36 წლის კაპიტნის გოლის შემდეგ "გენკის" შანსები არც ისე ურიგო ჩანს.
"ამსტერდამ არენაზე" "შალკეს" შანსი არ ჰქონია - დევი კლაასენმა ორი უპასუხო გოლი გაუტანა გერმანელებს - 2:0.
ანდერლეხტი-მანჩესტერი 1:1
გოლები: 0:1 მხითარიანი (37), 1:1 დენდონკერი (86)
ანდერლეხტი (4-3-3): რუბენი - აპია, მბოჯი, ნიუტინკი, ობრადოვიჩი - ტილემანსი, დენდონკერი, სტანჩუ (65. ჰანი) - ბრუნო (58. ჩიპჩიუ), ტელინი (75. ტეოდორჩიკი), აჩეამპონგი
მანჩესტერ იუნ. (4-3-3): რომერო - ვალენსია, ბაილი, როხო, დარმიანი - ლინგარდი (63. მარსიალი), კერიკი, პოგბა - მხითარიანი (91. ფოსუ-მენსა), იბრაჰიმოვიჩი, რაშფორდი (75. ფელაინი)
მაყურებელი: 28 063
სელტა-გენკი 3:2
გოლები: 0:1 ბუტიუსი (10), 1:1 სისტო (15), 2:1 ასპასი (18), 3:1 გუიდეტი (31), 3:2 ბუფელი (67)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - ვასი (78. ხოსაბედი), რადოია, პ. ერნანდესი - ასპასი, გუიდეტი (67. ბოვიუ), სისტო
გენკი (4-3-1-2): რაიანი - კასტანი, ბრაბეცი, კოლეი, ურონენი - პოსუელო, მალინოვსკი (92. ჰეინენი), ბერგი - ტროსარი (82. შრიევერსი) - სამატა, ბუტიუსი (62. ბუფელი)
მაყურებელი: 25 253
აიაქსი-შალკე 2:0
გოლები: 1:0 კლაასენი (23-პენ), 2:0 კლაასენი (52)
აიაქსი (4-3-3): ონანა - ფელტმანი, სანჩესი, ვიერხევერი, სინკგრავენი (46. დე ლიხტი) - ზიეხი, ვან დე ბეეკი (87. ფ. დე იონგი), კლაასენი - კლუივერტი (74. ნერესი), ტრაორე, იუნესი
შალკე (4-3-3): ფარმანი - კერერი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, აოგო - მაიერი (59. სტამბული), გორეტცკა, ბენტალები - შიოპფი (71. ჰუნტელაარი), ბურგშტალერი, კალიჯური (83. კონოპლიანკა)
მაყურებელი: 53 052
ლიონი-ბეშიქთაში 2:1
გოლები: 0:1 ბაბელი (15), 1:1 ტოლისო (83), 2:1 მორელი (85)
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - რაფაელი (53. ჟალე), მამანა, დიაკაბი, მორელი - ტუსარი, ტოლისო - ღეზალი (52. კორნე), ფეკირი, ვალბუენა - ლაკაზეტი
ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი - გონული, მიტროვიჩი (64. უისალი), მარსელო, ტოშიჩი - ოზიაკუპი (74. არსლანი), ჰატჩინსონი - ბაბელი, ტალისკა, ადრიანო - თოსუნი (87. ინლერი)
მაყურებელი: 54 720
საპასუხო მატჩები - 20 აპრილს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"