იტალიას ისევ უჭირს, ახლა უკვე კვალიფიკაციაში

AutoSharing Option
ევროპალიგის პლეი ოფი, რომელიც აგვისტოს მეორე ნახევარში გაიმართება, გაარკვევს ამ ტურნირის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილის ვინაობას. მანამდე კი კლუბები პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვიან, მათ შორის არიან რუსთავის "მეტალურგი" და თბილისის "დინამო".

ვფიქრობთ, ჩვენ გუნდებთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადია - პირველმა მატჩებმა გამოაჩინა, რომ იქ არ არის "მეტალურგის" ადგილი, სამაგიეროდ "დინამო" ცალი ფეხით იქაა. მოდი, ვნახოთ, რა ხდებოდა სხვა წყვილებში, ამ ეტაპზე უკვე ჩაება რამდენიმე ფავორიტი.

მადრიდის "ატლეტიკო" ევროპალიგის პირველი ტურნირის გ
ამარჯვებულია - 2010 წელს "ატლეტიკომ" კიკე ფლორესის ხელმძღვანელობით იმარჯვა. ახლა კი ამ გუნდს გრეგორიო მანსანო წვრთნის. ფავორიტს "ვისენტე კალდერონზე" მძიმე სტარტი გამოუვიდა, ნორვეგიულ "სტრომსგოდსეტს" კი მოუგო, მაგრამ მე-80 წუთზე ოივინდ სტორფლორის გოლმა სტუმრებს საპასუხო მატჩის წინ შანსი დაუტოვა - 2:1.

პუბლიკას სახეცვლილი "ატლეტიკო" წარუდგა - კარში ინგლისში წასული დავიდ დე ხეას ნაცვლად ხოელი იდგა, დაცვაში ალვარო დომინგესსა და ფილიპე ლუიშს პორტუგალიელი სილვიო ("ბრაგადან") და ბრაზილიელი მირანდა ("სან პაულუდან") შეემატნენ. ნახევარდაცვაში ტიაგოს, რეიესსა და ხუანფრანს ერთი ახალწვეული დაემატა - გაბი. შეტევაში დიეგო ფორლანს ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი და ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი ადრიან ლოპესი შეუწყვილდა. უნდა ითქვას, რომ "მანჩესტერ სიტიში" სასწაულ ფასად გაყიდული სერხიო აგუეროსა და წინა დღით სასტიკად დამტვრეული ბრაზილიელი დიეგო კოშტას არყოფნა გუნდს ადრიანმა არ შეამჩნევინა, ცენტრფორვარდმა ორი საგოლე პასი მიითვალა, ორივეჯერ მისი ადრესატი "ატლეტიკოს" ლიდერი რეიესი იყო.

სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა - 54-ე წუთზე დიეგო ფორლანმა ჩაკიდა საჯარიმოში, ადრიანმა ბურთი მკერდით გაიჩერა და რეიესს დაუგორა. 74-ე წუთზე ადრიანმა შორეული პასი მიიღო და მცველთან ჭიდილში ბურთი შეინარჩუნა და ისევ რეიესი მოძებნა. 2 წუთში "ატლეტიკოს" ჩარხი უკუღმა დატრიალდა, ესპანელებს ჯერ დებიუტანტი მირანდა გაუძევეს, შემდეგ კი მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულს ფეხი სტორფლორმა დაუხვედრა. ერთ კვირაში საპასუხო მატჩი ნორვეგიის ქალაქ დრამენში გაიმართება. წყვილში უთუოდ კვლავ "ატლეტიკოა" ფავორიტი, მაგრამ ესპანელებს მოდუნების უფლება არ აქვთ.

ინგლისს ამ ეტაპზე "ფულჰემი" და "სტოკ სიტი" წარადგენენ. ლონდონური კლუბი "ფეარ პლეის" კვოტით მოხვდა ევროთასებზე, ამიტომ მას მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან უწევს ბრძოლა. მარტინ იოლის გუნდი ხორვატიაში "სპლიტს" 0:0 დაუზავდა. ინგლისელები მეტოქის კარს სულ 2-ჯერ დაემუქრნენ, ამიტომაც, მათთვის ეს შედეგი მიღწევაა. ბედის ირონიით, "სტოკ სიტიც" ქალაქ სპლიტის კლუბს ხვდებოდა, თუმცა "ჰაიდუკი" უფრო ცნობილი გუნდია. "სტოკის" 27 წლის ირლანდიელმა ფორვარდმა ჯონათან ვალტერსმა მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში "ბრიტანიაზე". გოლი ბრიტანულ სტილში იყო, მარცხნიდან ჩაწოდებულს ვალტერსმა თავი ოსტატურად დაუხვედრა. მეტი გოლი ამ თამაშში არ გასულა - ახლა "სტოკი" სპლიტს ეწვევა, ხოლო "სპლიტი" - ბრიტანეთს.

გერმანიის წარმომადგენელი "მაინცი" რუმინულ "გაზ მეთანს" მასპინძლობდა, რომლის რიგებშიც აკაკი ხუბუტია თამაშობს (ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო). გერმანელები მეტს და უფრო მწვავედ უტევდნენ, თუმცა საბოლოო შედეგმა მაინც მედიაშელთა გულშემატკივრები გაახარა - 1:1.

იტალიელთა სუსტი ასპარეზობა ევროთასებზე ლამის ტრადიციად იქცეს, ახლა ეს უკვე საკვალიფიკაციო ეტაპსაც შეეხო - "პალერმომ" შინ ვერ მოუგო შვეიცარიულ "თუნს" - 2:2. მოგებას ვინ ჩივის, რომ არა ფაბრიციო მიკოლის სუპერგოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, სიცილიელები წააგებდნენ ამ თამაშს. მიკოლიმ საჯარიმო შეასრულა ოსტატურად, ბურთი ცოცხალ კედელს შემოატარა და "ცხრიანში" გაიტანა.

მოულოდნელობებზეც ვთქვათ, კვიპროსის აეკ-მა 3:0 მოუგო ჩეხურ "მლადა ბოლესლავს", რუსული "ალანია" შინ ძლივს დაუძვრა მარცხს ყაზახურ "აქტობესთან" - 1:1, ნორვეგიულმა "ალესუნდმა" საპასუხო მატჩის წინ უშანსოდ დატოვა შვედური "ელფსბორგი" - 4:0, კვიპროსულმა "ომონიამ" კი დიდი ანგარიშით დაამარცხა ჰოლანდიური "დენ ჰააგი" - 3:0.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩების უდავო გმირი კი პრაღის "სპარტას" კამერუნელი ფორვარდი ლეონი კვეუკეა, 24 წლის კვეუკემ "სარაევო" პირადად "დააჯილდოვა" 3 გოლით.

ევროპალიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩები
ბნეი იეჰუდა (ისრაელი)-ჰელსინგბორგი (შვედეთი) 1:0

გოლი: 1:0 გალვანი (41)

შლასკი (პოლონეთი)-ლოკომოტივი (ბულგარეთი) 0:0

აეკ (კვიპროსი)-მლადა (ჩეხეთი 3:0
გოლები: 1:0 ვან დიკი (62-პენ), 2:0 გონსალო გარსია (73), 3:0 დე კლერი (93)

ვენტსპილსი (ლატვია)-ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) 1:2
გოლები: 0:1 კალუჯეროვიჩი (10), ე. ვიშნიაკოვსი (44), 1:2 ბრუნო მეზენგა (93)

ალანია (რუსეთი)-აკტობე (ყაზახეთი) 1:1
გოლები: 0:1 მანე (11), 1:1 ბურაევი (60)

კარპატი (უკრაინა)-სტ. პატრიკი (ირლანდია) 2:0
გოლები: 1:0 ფედეცკი (34), 2:0 ვორონკოვი (93)

ოლიმპია(სლოვენია)-აუსტრია (ავსტრია) 1:1
გოლები: 0:1 ლინცი (33), 1:1 ვრშიჩი (60)

ალესუნდი (ნორვეგია)-ელფსბორგი (შვედეთი) 4:0
გოლები: 1:0 ოკორონკვო (5), 2:0 ბარანტესი (56), 3:0 ორი ლარსენი (72), 4:0 აუგუსტსონი (74 ს.კ.)

ზალცბურგი (ავსტრია)-სენიცა (სლოვაკეთი) 1:0
გოლი: 1:0 ლეონარდო (75)

ანორთოსისი (კვიპროსი)-რაბოტნიჩკი (მაკედონია) 0:2
გოლები: 0:1 პეტროვიჩი (71), 0:2 ველკოსკი (82)

სპარტა (ჩეხეთი)-სარაევო (ბოსნია) 5:0
გოლები: 1:0 კვეუკე (5), 2:0 სიონკო (36), 3:0 კვეუკე (69), 4:0 პოდანი (91), 5:0 კვეუკე (93)

ვორსკლა (უკრაინა)-სლიგო (ირლანდია) 0:0

ვალერენგა (ნორვეგია)-პაოკ (საბერძნეთი) 0:2
გოლები: 0:1 ვიერინია (72), 0:2 პაბლო გარსია (90)

იანგ ბოისი (შვეიცარია)-ვესტერლო (ბელგია) 3:1
გოლები: 1:0 ფარნერუ (22), 2:0 დ. დაგენი (33), 2:1 ბრიულსი (34), 3:1 დ. დაგენი (79)

ბურსა (თურქეთი)-გომელი (ბელარუსი) 2:1
გოლები: 0:1 კუზმენოკი (42), 1:1 სერდარ აზიზი (52), 2:1 იბრაჰიმ კაში (72)

ჰაპოელი თ. (ისრაელი)-ვადუცი (ლიხტენშტაინი) 4:0
გოლები: 1:0 კენდე (24), 2:0 ტამუზი (45), 3:0 დამარი (49), 4:0 ე. კოენი (82)

ომონია (კვიპროსი)-დენ ჰააგი (ჰოლანდია) 3:0
გოლები: 1:0 ალექსი (37-პენ), 2:0 რენგიფო (58), 3:0 ხრისტოფი (77)

სპლიტი (ხორვატია)-ფულჰემი (ინგლისი) 0:0

ლევსკი (ბულგარეთი)-სპარტაკი (სლოვაკეთი) 2:1
გოლები: 0:1 ტომაჩეკი (80-პენ), 1:1 გადჟევი (89), 2:1 არსი (92)

ალკმაარი (ჰოლანდია)-იაბლონეცი (ჩეხეთი) 2:0
გოლები: 1:0 ვერნბლოომი (64), 2:0 გუდმუნდსონი (88)

გაზიანთეპი (თურქეთი)-ლეგია (პოლონეთი) 0:1
გოლი: 0:1 რადოვიჩი (51)

დინამო (რუმინეთი)-ვარაჟდინი (ხორვატია) 2:2
გოლები: 1:0 სუშაჩი (6 ს.კ.), 2:0 მოტი (16), 2:1 სასერი (43), 2:2 ვუგრინეცი (45)

დიფერდანჟი (ლუქსემბურგი)-ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) 0:3
გოლები: 0:1 შემბრი (66), 0:2 აკოსტა (71), 0:3 სოლაკისი (89)

პაკში (უნგრეთი)-ჰართსი (შოტლანდია) 1:1
გოლები: 1:0 შიპეკი (32), 1:1 ჰემილი (45-პენ)

ჟელეზნიჩარი (ბოსნია)-მაქაბი თ. (ისრაელი) 0:2
გოლები: 0:1 კოლაუტი (47), 0:2 კოლაუტი (56)

ბრიუგე (ბელგია)-ყარაბახი (აზერბაიჯანი) 4:1
გოლები: 1:0 ვლემინქსი (9), 2:0 ვასკესი (55), 2:1 ალიევი (62), 3:1 დონკი (71), 4:1 დირარი (83)

მაინცი (გერმანია)-გაზ მეთანი (რუმინეთი) 1:1
გოლები: 1:0 ბუნგერტი (31), 1:1 ბავაბი (60)

პალერმო (იტალია)-თუნი (შვეიცარია) 2:2
გოლები: 0:1 ლიუტჰი (6), 1:1 ილიჩიჩი (13), 1:2 შნაიდერი (56), 2:2 მიკოლი (92)

სტოკი (ინგლისი)-ჰაიდუკი (ხორვატია) 1:0
გოლი: 1:0 ვალტერსი (3)

ნასიონალი (პორტუგალია)-ჰაკენი (შვედეთი) 3:0
გოლები: 1:0 ლუის ალბერტო (13), 2:0 მატეუში (18), 3:0 მატეუში (45)

ატლეტიკო (ესპანეთი)-სტრომსგოდსეტი (ნორვეგია) 2:1
გოლები: 1:0 რეიესი (54), 2:0 რეიესი (74), 2:1 სტორფლორი (80)

მიდტიულანდი (დანია)-ვიტორია (პორტუგალია) 0:0

რიდი (ავსტრია)-ბრონდბიუ (დანია) 2:0
გოლები: 1:0 მადერი (32), 2:0 როიერი (46)

საპასუხო მატჩები 4 აგვისტოს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული