გია გეგუჩაძე: სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ ასე არ გვქომაგობდნენ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ყაზახეთში, "აქტობესთან" გამართული ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

ქუთაისელებმა ყაზახეთში შეხვედრა ანგარიშით 0:1 წააგეს, ორი მატჩის ჯამში კი 1:2 დამარცხდნენ და ევროტურნირს გამოეთიშნენ.

გია გეგუჩაძე:
- პირველ რიგში, მინდა ჩემს კოლეგას დამსახურებული გამარჯვება მივულოცო და მომავალში წარმატებები ვუსურვო.

რაც შეეხება თამაშს, სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ - ამ დაპირისპირებაში "აქტობე" უფრო ძლიერი იყო. ასე რომ, გუნდი შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა და სხვა შედეგი ალოგიკური იქნებოდა.

რაც შეეხება ჩემი
გუნდის თამაშს, მიმაჩნია, რომ ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობები ამით არ შემოიფარგლება. მათ გაცილებით უკეთ თამაში შეუძლიათ. ასე რომ, დასკვნებს გავაკეთებთ.

მინდა აღვნიშნო ის ატმოსფერო, რომელიც სტადიონზე სუფევდა. მეტოქეს მეთორმეტე მოთამაშე ჰყავდა, გულშემატკივრების სახით, რომლებიც მთელი თამაშის მანძილზე გუნდს მხარს უჭერდნენ, რაც სამწუხაროდ, საქართველოში არ გვინახავს.

- ბატონო გეგუჩაძე, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ თქვენი გუნდი სტატისტიკურად გასვლით მატჩებს უფრო სუსტად თამაშობს. სიმართლე ვთქვათ, გაუგებარი იყო, რის ხარჯზე გეგმავდა გუნდი შემდეგ რაუნდში გასვლას. ეს ფსიქოლოგიას უკავშირდება?
- მართალი ხართ. როგორც ჩანს, ეს ფსიქოლოგიას უკავშირდება, მაგრამ ეს, როგორც ამბობენ, გამოცდილებასთან ერთად მოდის.

ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც ასეთ დონეზე არასდროს უთამაშიათ და ასევე ასაკოვანი ფეხბურთელები, რომელთაც მსგავს ტურნირებზე დიდი ხანია არ უასპარეზიათ.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, გაცილებით უკეთ შეგვეძლო გვეთამაშა.

- "ტორპედოს" რომელი რგოლი იყო დღეს უფრო სუსტი? ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავდასხმა…
- მოდით, ასე გიპასუხებთ: დღეს ჩემს გუნდში ძლიერი ხაზი ვერ ვნახე.

- მეკარის გარდა...
- დიახ, მეკარე უნდა გამოვარჩიოთ.

ასევე იხილეთ:
აქტობე-ტორპედო 1:0 (პირველი მატჩი 1:1) - ჯერ კიდევ ჭაობში ვართ [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 13 /
ქუთაისლებმა გულშემატკივრობაც იციან და თბილისლებისგან განსხვავებით სტადიონზეც დადიან ...გული კი იმაზე გვწყდება რომ ასეთი უსუსური ტორპედოს გასვლას დინამო გასულიყო ჯობდა ესეც ქუთაისელი გულშემატკივრის აზრი.....ასე რომ არავის არავინ ძულს .....და ნუ ნერგავთ სისულელეებს.....ზესტაფონში რა გვიქნეს თუ გახსოვთ ნახევარფინალზე.....მარა აწი ზესტას ვუგულშემატკივრებ იმიტორო საქართველოს სახელით გამოდის....ტორპედოს რაც შეეხება ერთი მეგრელაძის ნაირი თავდამსხმელი უნდათ და კაი გამთამაშებელი ....თორე სტადიონზე ასი კაციც სანატრელი გაუხდება ვისოლს
anz2
10:58 14-07-2012
0
რა გჭირთ ხალხო?!...გეგუჩაძეს წაგება არ დაუბრალებია, ყაზახი გულშემატკივრებისა შეშურდა, ესაა და ეს...გუნდი როცა ვერ თამაშობს მაშინ უნდა გულშემატკივრობა და არა 7:0ს რომ იგებს, ასეა ევროპის ყველა ქვეყანასა და ყველაზე ცნობილ კლუბებში, შესაძლოა ესპანეთი იყოს გამონაკლისი, დანარჩენ ქვეყნებში კი წაგების მერეც გუნდს ისე აცილებენ, თითქოს ყველაფერი მოეგოთ,,,ეს იმიტომ კეთდება, რომ უყვართ საკუთარი გუნდი, მოგებაზე მეტად იმას აფასებენ, რამდენად იხარჯება ფეხბურთელების უმეტესობა, ქუთაისში კი მეტი არ შეუძლიათ ამათ და ამიტომ უნდა ვაგინოთ, ვუსტვინოთ, არ ვიაროთ... ამიტომაც ვართ ამ დღეში...გეგუჩაძემ გინდათ ერთ წელიწადში ლიგაზე გაგვიყვანოს? მაგარი გარეკილი გაქვთ ხალხო, გულშემატკივრობისა არაფერი გესმით და მოდი საერთოდ ნუ ამოიღებთ ხმას, აცალეთ კაცს მუშაობა, მხარდაჭერა თუ არ შეგიძლიათ ხელს მაინც ნუ შეუშლით და ნერვებს მუ მოუშლით, მერწმუნეთ თქვენზე 100ჯერ მეტად განიცდის დღევანდელობას, ასე რომ დააყენეთ რა ერთი ადგილი!
Jigaro
03:44 14-07-2012
0

სიახლეები პოპულარული