გია გეგუჩაძე: სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ ასე არ გვქომაგობდნენ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ყაზახეთში, "აქტობესთან" გამართული ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

ქუთაისელებმა ყაზახეთში შეხვედრა ანგარიშით 0:1 წააგეს, ორი მატჩის ჯამში კი 1:2 დამარცხდნენ და ევროტურნირს გამოეთიშნენ.

გია გეგუჩაძე:
- პირველ რიგში, მინდა ჩემს კოლეგას დამსახურებული გამარჯვება მივულოცო და მომავალში წარმატებები ვუსურვო.

რაც შეეხება თამაშს, სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ - ამ დაპირისპირებაში "აქტობე" უფრო ძლიერი იყო. ასე რომ, გუნდი შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა და სხვა შედეგი ალოგიკური იქნებოდა.

რაც შეეხება ჩემი
გუნდის თამაშს, მიმაჩნია, რომ ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობები ამით არ შემოიფარგლება. მათ გაცილებით უკეთ თამაში შეუძლიათ. ასე რომ, დასკვნებს გავაკეთებთ.

მინდა აღვნიშნო ის ატმოსფერო, რომელიც სტადიონზე სუფევდა. მეტოქეს მეთორმეტე მოთამაშე ჰყავდა, გულშემატკივრების სახით, რომლებიც მთელი თამაშის მანძილზე გუნდს მხარს უჭერდნენ, რაც სამწუხაროდ, საქართველოში არ გვინახავს.

- ბატონო გეგუჩაძე, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ თქვენი გუნდი სტატისტიკურად გასვლით მატჩებს უფრო სუსტად თამაშობს. სიმართლე ვთქვათ, გაუგებარი იყო, რის ხარჯზე გეგმავდა გუნდი შემდეგ რაუნდში გასვლას. ეს ფსიქოლოგიას უკავშირდება?
- მართალი ხართ. როგორც ჩანს, ეს ფსიქოლოგიას უკავშირდება, მაგრამ ეს, როგორც ამბობენ, გამოცდილებასთან ერთად მოდის.

ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც ასეთ დონეზე არასდროს უთამაშიათ და ასევე ასაკოვანი ფეხბურთელები, რომელთაც მსგავს ტურნირებზე დიდი ხანია არ უასპარეზიათ.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, გაცილებით უკეთ შეგვეძლო გვეთამაშა.

- "ტორპედოს" რომელი რგოლი იყო დღეს უფრო სუსტი? ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავდასხმა…
- მოდით, ასე გიპასუხებთ: დღეს ჩემს გუნდში ძლიერი ხაზი ვერ ვნახე.

- მეკარის გარდა...
- დიახ, მეკარე უნდა გამოვარჩიოთ.

ასევე იხილეთ:
აქტობე-ტორპედო 1:0 (პირველი მატჩი 1:1) - ჯერ კიდევ ჭაობში ვართ [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 13 /
დაიწყოოო!!!!!!!!!!!!გულშემატკივრებია დამნაშავე!!!!!!!!!!!
luxuta
14:40 13-07-2012
0
ეხლა გულშემატკივრებს დააბრალე. ფარჩაკი გუნდი რო გყავთ. მაგიტო არ მინდოდა ტორპედოს გასვლა ევროტურნირებზე.
zangura
15:15 13-07-2012
0

სიახლეები პოპულარული