ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ჟილინა" - პუხოვი გახსოვთ?..

AutoSharing Option
ქართული გუნდებისათვის ახალი, 2013-14 წლების საფეხბურთო სეზონი 4 ივლისს იწყება: საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში, შესაბამისად, ლიხტენშტეინის "ვადუცსა" და სლოვაკეთის "ჟილინას" უმასპინძლებენ.

"ჩიხურა" ევროტურნირების დებიუტანტია, აი, "ტორპედო" კი უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე 25-ე მატჩს ჩაატარებს და თამაშების რაოდენობით ჯერჯერობით მეორე ადგილზე მყოფ "ვიტ ჯორჯიას" გაუთანაბრდება.

აი, "ჟილინასთან" საპასუხო მატჩის შემდეგ კი "ტორპედოს" ქართულ გუნდებს შორის მეორე მაჩვენებელი ექნება, ოღონდ აბსოლუტურ რეკორდსმენ თბილისის "დინამოს" შედეგთან (86 მატჩი) ყველა ქართულ კლუბს ბევრი აშორებს...

...მას შემდეგ, რაც
ჩვენი გუნდები ევროტურნირებზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასპარეზობენ, ლიხტენშტეინის წარმომადგენელთან მხოლოდ ერთ სეზონში მოგვიწია დაპირისპირება, სლოვაკურ გუნდებს კი ბევრჯერ შევხვედრივართ და ისე, როგორც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, ამ შემთხვევაშიც ტკბილად გასახსენებელი ბევრი არაფერია...

* * *
წერილის შესავალშიც აღვნიშნეთ, რომ ევროტურნირებზე ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს და მათ შორის - სლოვაკურ გუნდებთანაც. მოგებას ვინ ჩივის, წლები გადიოდა და ქართულ გუნდებს სლოვაკური კლუბების კარში გოლიც ვერ გაჰქონდათ...

ქართულ-სლოვაკური პირველი დაპირისპირება 2000 წელს შედგა, როცა რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "ლოკომოტივმა" ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით (0:2) წააგო ბრატისლავას "სლოვანთან".

ეს სლოვაკური გუნდი თავის დროზე ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატშიც ერთ-ერთ მოწინავედ მიიჩნეოდა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით სლოვაკური "საზომითაც" ერთობ მოკრძალებულ "პუხოვზე" (ნეტავ, ამჟამად რომელ ლიგაში ასპარეზობს? - გ.ტ.), - 2003 წელს ბოლნისის "სიონის" მეტოქე რომ იყო.

ის წელიწადი ჩვენთვის მართლაც კოშმარული გამოდგა: ევროტურნირებზე მოასპარეზე ოთხივე ქართული გუნდი ("დინამო", "ტორპედო", "ვიტ ჯორჯია", "სიონი") გათამაშებას პირველსავე ეტაპზე გამოეთიშა. არადა, "სიონი" ევროტურნირების დებიუტანტი იყო. ამისათვის ბოლნისის სტადიონს სერიოზული რეკონსტრუქციაც ჩაუტარდა (ამაგი არავის უნდა დავუკარგოთ: რაიონის იმდროინდელი გამგებლის, ზურაბ ჯაფარიძის დიდი ძალისხმევითა და დამსახურებით), გუნდში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელიც თამაშობდა, მაგრამ "პუხოვმა" ორივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო.

ისე, ძველი ამბავია, თანაც არცთუ სასიამოვნოდ გასახსენებელი: "პუხოვთან" საპასუხო მატჩის პარალელურად, ქუთაისის "ტორპედო" შინ ასევე უშანსოდ დამარცხდა ფრანგულ "ლანსთან"; ჰოდა, 2003 წლის 28 აგვისტოს თბილისში მოქმედი იმდროინდელი ტოტალიზატორების მფლობელები გაოცებულნი იყვნენ, თუ როგორი პროგრესით იზრდებოდა "სიონისა" და "ტორპედოს" საშინაო წაგებებზე დადებული ფსონების თანხა;

ბოლოს, ეტყობა, "მიხვდნენ" და შუადღისათვის ორივე ეს თამაში პროგრამიდან ამოიღეს, თუმცა უკვე გვიანიც იყო...

..."პუხოვის" მსგავსად, სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში ამ ბოლო დროს ვერც "არტმედია-პეტრჟალკას" შეხვდებით; თუმცა ეს გუნდი უცბად გადაიქცა სლოვაკური ფეხბურთის გრანდად და ვიდრე "ჟილინა" მომძლავრდებოდა ("სლოვანი", "ინტერი", "კოშიცე" და ქვეყნის სხვა პოპულარული კლუბები კი ფინანსურ კრიზისს რომ განიცდიდნენ), სწორედ "არტმედია" დომინირებდა შიდა ასპარეზზე.

თუმცა სწორედ ამ გუნდთან შევძელით ნავსის გატეხვა: 2005 წელს "ვიტ ჯორჯიამ" საპასუხო მატჩი კი მოუგო "არტმედიას", მაგრამ ორი მატჩის ჯამში ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მოკლედ, "ვიტ ჯორჯია" იყო პირველი ქართული გუნდი, სლოვაკების დამარცხება რომ შეძლო; თუმცა, 2008 წელს რამაზ მუმლაძის დამოძღვრილმა "ვეტერინარებმა" უფრო მეტს მიაღწიეს და ქართული გუნდებიდან პირველებმა შეძლეს სლოვაკური ბარიერის დაძლევა (ტრნავას "სპარტაკს" სტუმრად ფრედ ეთამაშნენ, შინ კი ლუკა რაზმაძის ბოლო წუთზე გატანილი პენალტით მოიგეს).

ჩვენთვის ასევე წარმატებული აღმოჩნდა ქართულ-სლოვაკური ბოლო დაპირისპირებაც; თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ 2010 წლის ზაფხულში გია გეგუჩაძის "ზესტაფონს" სლოვაკურ "დუკლასთან" ისედაც ფავორიტად მივიჩნევდით...

საერთო ჯამში კი, ქართულ-სლოვაკური გუნდების ბალანსი ჩვენთვის არცთუ სახარბიელოა: 10 მატჩი, 3 მოგება, 1 ფრე და 6 წაგება (ბურთების სხვაობა: 8-16).

ქართულ-სლოვაკური დაპირისპირებები
უეფას თასი
I საკვალიფიკაციო ეტაპი
10.08.2000. ბრატისლავა, "ტეჰელნე ჰოლე". 4300 მაყურებელი
სლოვანი (ბრატ.)-ლოკომოტ (თბ.) 2:0
1:0 იანკულა (38), 2:0 ჰრნჩარი (70, პენალტით)
ლოკომოტივი: ლომაია, ბალაშვილი, ს. ბურნაძე (72. გონჩაროვი), აბრამიძე, ს. თოდუა, გოგიჩაიშვილი, ლ. მიქაძე, გ. კვარაცხელია, გ. შენგელია, ა. ჯელაძე (52. ხუროძე), დავითაშვილი (61. ძოძუაშვილი)
არბიტრი: კ. ალექსიევი

24.08.2000. თბილისი, "ბ. პაიჭაძე". 7000 მაყურებელი
ლოკომოტივი-სლოვანი 0:2
0:1 მესაროში (37), 0:2 გიოგი (81)
ლოკომოტივი: ლომაია, ხიზანიშვილი, ლ. მიქაძე, აბრამიძე, ს. თოდუა, გოგიჩაიშვილი, გ. კვარაცხელია, პარამონოვი (42. ბალაშვილი), გ. შენგელია (65. ძოძუაშვილი), ა. ჯელაძე (46. ხუროძე), გონჩაროვი
არბიტრი: ს. დანი

უეფას თასი
I საკვალიფიკაციო ეტაპი
14.08.2003. პუხოვი, "მატადორ პუხოვი". 3800 მაყურებელი
პუხოვი (სლოვაკ.)-სიონი (ბოლ.) 3:0
1:0 ბრეშკა (49), 2:0 პერნიში (80), 3:0 ბრეშკა (89)
სიონი: ვოლკოვი, ხუჯაძე, ბაქრაძე (75. ზ. კვეკვესკირი), ჭიჭვეიშვილი, გაბიდაური, გილაური, გუჩუა, გაბისკირია (53. დარსანია), კოშკაძე, წივწივაძე, გონჩაროვი (65. შ. ისიანი)
არბიტრი: ა. გენოვი (ბულგარეთი)

28.08.2003. ბოლნისი, "თ. სტეფანია". 3500 მაყურებელი
სიონი-პუხოვი 0:3
0:1 ნემეცი (17), 0:2 ნემეცი (34), 0:3 გეგიჩი (45)
სიონი: ვოლკოვი, გილაური, ხუჯაძე, ჭიჭვეიშვილი, დაუშვილი (29. კოშკაძე), ფანჩულიძე, გუჩუა, გაბისკირია, შ. ისიანი (72. გ. შენგელია), გონჩაროვი, წივწივაძე (46. ზ. კვეკვესკირი)
არბიტრი: დ. სტანიჩი (სერბეთი)

უეფას თასი
I საკვალიფიკაციო ეტაპი
13.07.2006. ბრატისლავა, "ტეჰელნე ჰოლე". 5000 მაყურებელი
არტმედია (ბრატ.)-ვიტ ჯორჯია 2:0
1:0 ჰარტიგი (10), 2:0 რეიტერი (51)
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, პ. დათუნაიშვილი, ა. კვახაძე, დ. ლომაია, ო. გველესიანი, გ. დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი, ფეიქრიშვილი (75. რაზმაძე), ღუჭაშვილი, გელაშვილი (81. ბეჭვაია), სახოკია (62. ბერიაშვილი)
არბიტრი: რ. კრაინჩი (სლოვენია)

27.07.2006. თბილისი, "მიხეილ მესხი". 2000 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-არტმედია 2:1
1:0 დ. ლომაია (44), 1:1 ჰალენარი ( 49), 2:1 რაზმაძე (87, პენალტით)
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, პ. დათუნაიშვილი, ა. კვახაძე, დ. ლომაია, ო. გველესიანი, ფეიქრიშვილი (71. რაზმაძე), დიღმელაშვილი, გ. დათუნაიშვილი, ღუჭაშვილი (80. ბეჭვაია), გელაშვილი (73. ბერიაშვილი), სახოკია
არბიტრი: ი. ცახილიდისი

უეფას თასი
I საკვალიფიკაციო ეტაპი
17.07.2008. ტრნავა, "ანტონა მალატინსკეპო". 5000 მაყურებელი
სპარტაკი (ტრნავა)-ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:2
0:1 დ. ლომაია (14), 0:2 რაზმაძე (43. პენალტით) 1:2 კოჟუხი (75), 2:1 კოჟუხი (90).
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, ბეჭვაია, ა. კვახაძე, დ. ლომაია, ჯაფარიძე, გ. დათუნაიშვილი, რაზმაძე, გ. მელაძე (67. კვაღინიძე), კლიმიაშვილი, ლიპარტია (82. ყაველაშვილი), ვ. კვარაცხელია (69. ღუჭაშვილი)
არბიტრი: ი. ვალგეირსონი (ისლანდია)

31.07.2008. თბილისი, "მიხეილ მესხი"
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი 1:0
1:0 რაზმაძე (90, პენალტით)
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, ბეჭვაია, ა. კვახაძე, დ. ლომაია, ჯაფარიძე, გ. დათუნაიშვილი, რაზმაძე, გ. მელქაძე, კლიმიაშვილი (80. კვაღინიძე), ლიპარტია (67. ბერიაშვილი), ვ. კვარაცხელია (88. მაისაშვილი)
არბიტრი: ს. ტოდოროვი (ბულგარეთი)

ევროპის ლიგა
II საკვალიფიკაციო ეტაპი
15.07.2010. ზესტაფონი, "დავით აბაშიძე". 4000 მაყურებელი
ზესტაფონი-დუკლა (ბანსკა-ბისტრიცა) 3:0
1:0 დვალი (24), 2:0 ძარია (45), 3:0 დვალი (65)
ზესტაფონი: რ. კვასხვაძე, ბენაშვილი, გ. ონიანი, ხიდეშელი, ელიავა, შ. გრიგალაშვილი (79. ფიფია), დაუშვილი, ძარია, ბაბუნაშვილი (30. აფციაური), გელაშვილი, დვალი (79. ალადაშვილი)
არბიტრი: ვ. ბანარი (მოლდოვა)

22.07.2010. ბისტრიცა, "სტიავნიჩკი". 1000 მაყურებელი
დუკლა-ზესტაფონი 1:0
1:0 დურიში (28).
ზესტაფონი: რ. კვასხვაძე, ბენაშვილი (57. ალადაშვილი), გ. ონიანი, ხიდეშელი, ელიავა, შ. გრიგალაშვილი, გორგიაშვილი (57. ბაბუნაშვილი), ძარია, აფციაური (83. ფიფია), გელაშვილი, დვალი
არბიტრი: დ. სტანკოვიჩი (სერბეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ჟილინა" ქუთაისში იმედიანად მოდის - "ტორპედოსაც" გადავლახავთ და სხვასაც
წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა გჭირთ ხალხო ?!!! ... საქართველოს ჩემპიონატისათვის ბრძოლას არანაირი აზრი არა აქვს !!! ... მთავარია ევრო- ტურნირებში კარგ შედეგებს მივაღწიოთ და თქვენ ... და თქვენ ... ,,ტორბედო,, და ,,ჩიხურა,, უნდა გავახალგაზრდავოთო..გორის,, დილა ,, დაშლის პირასააო !!! ... რა გინდათ ?!!! ... ევრო ტურნირებში შედეგების მიღწევა და ავტორიტეტის აწევა გვინდა და გვაინტერესებს პირველ რიგში !!! და არა ვინ გახდება ჩემპიონი და პრიზიორები ... რა ბოდიალიბენ ქართული ფეხბურთის მესვეურები ... რატო უშვებენ ასეთ გამაღიზიანებელ ქმედებებს ... ბარე ევრო ტურნირებში თამაშებში შეწყვიტეთ მონაწილეობა !!! ...
glaxuna
21:55 03-07-2013
0
უნდა მოუგოს ტორპედომ სახლში მაინც
zestafan
15:04 03-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული