მატჩი 4 ივლისს, ქუთაისის სტადიონზე გაიმართება, ბილეთების ფასი კი ორი კატეგორიისაა: 5-ლარიანი და 10-ლარიანი.
ბოლო შეხვედრა "ჟილინამ" ვენის "რაპიდის" წინააღმდეგ გამართა და ფრედ, 0:0 ითამაშა. ამ შეხვედრაში სლოვაკებმა ასეთი შემადგენლობა გამოიყვანეს: დუბრავკა - მაბოუკა, პიაჩეკი (64. ვავრო), აკაკპო, კესაი - პეჩოვსკი - ბელო (83. კაჩერი), სკვარკა (46. პაური), მიჰალიკი - მაიტანი (46. იელიჩი), პიხი (46. ჟილაკი).
"რაპიდამდე" "ტორპედოს" მეტოქე ამხანაგურად ლადო დვალიშვილის "ლეგიას" შეხვდა და ფრედ, 1:1 ეთამაშა. მანამდე კი ორ ჩეხურ კლუბს გაეჯიბრა - "ბუდეიოვიცეს" 1:1 დაუზავდა; "სიგმას" კი ორჯერ შეხვდა, საიდანაც ერთი 2:0 მოიგო, მეორეში კი 0:4 დამარცხდა.
აქვე გეტყვით, რომ გასული სეზონის შემდეგ "ჟილინას" მთავარი მწვრთნელი შეეცვალა. სტეფან ტარკოვიჩის ადგილი ადრიან გულამ დაიკავა, რომელმაც "ტორპედოსთან" მოახლოებული დაპირისპირების წინ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"ჩემი გუნდის მიერ გამართული საკონტროლო მატჩებით კმაყოფილი ვარ. ჩვენი მიზანია როგორც ევროპის ლიგისთვის, ასევე სლოვაკეთის ჩემპიონატისთვის სათანადოდ მომზადება და შეკრებაზე ამ ორი მიმართულებით ვიმუშავეთ.
ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ 4 ივლისისთვის ყველა სრულ მზადყოფნაში იქნება.
"ტორპედო" არცთუ იოლი მეტოქეა, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ბარიერსაც გადავლახავთ და უფრო მეტ ეტაპსაც გავივლით".
მისივე თქმით, ჯერ არ შეურჩევია ის 11 ფეხბურთელი, რომლებსაც ქუთაისში სასტარტო შემადგენლობაში გაამწესებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია
ლევან ფხაკაძე: "ტორპედოსა" და ქართული ფეხბურთის მომავლისთვის სხვა არჩევანი არ გვქონდა
ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკურ გუნდს სპარინგ-მატჩში უგოლოდ დაშორდა
ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილმა "ტორპედომ" შეკრებაზე მეორე მატჩიც წააგო [VIDEO]
ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილი ქუთაისის "ტორპედო" პირველივე ტესტში განადგურდა