ზაზა ჭელიძე: იმედი გვაქვს, გულშემატკივრები სტადიონს გაავსებენ

AutoSharing Option
4 ივლისს ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "ჟილინას" უმასპინძლებს.

მომავალი მატჩის წინ ქუთაისური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გუნდის ფეხბურთელების კომენტარები გამოაქვეყნა.

ზაზა ჭელიძე:
"ავსტრიაში ნაყოფიერი შეკრება გამოდგა. მართალია, თამაშები ვერ მოვიგეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალშიც ვერ ვიმარჯვებთ.

ძნელია ასე მოკლე ხანში შეთამაშება, რადგან 90 პროცენტით ახალი გუნდია.

"ჟილინას" რაც შეეხება, როგორც იცით, 2 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურზე იყო, თუმცა ეს ჩვენ არ გვაშინებს და ყველანაირად ვეცდებით,
რომ 2 მატჩის ჯამში დავამარცხოთ ისინი.

შანსები, ვიტყვი, რომ მაინც 50/50-ზეა. ჩვენზე გამოცდილი გუნდია, თუმცა შეცდომები რაც შეიძლება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და მოგება შეგვიძლია.

დღეს მათი ვარჯიშიც ვნახე და ვიტყოდი, რომ პროფესიონალებით არის გუნდი დაკომ
პლექტებული.

ჯობდა, პირველი მატჩი გასვლა გვქონოდა, მაგრამ არა უშავს. ნორმალური ანგარიშით უნდა მოვიგოთ, რათა საპასუხო თამაშისთვის კარგი განწყობა შევიქმნათ.

გულშემატკივრებისგან ველოდებით, რომ გაავსებენ სტადიონს და ბოლომდე დაგვიდგებიან მხარში. ჩვენ მათი იმედი გვაქვს, ისევე, როგორც მათ - ჩვენი".

fctorpedo.ge

ასევე იხილეთ:
"ჟილინას" მთავარი მწვრთნელი: ქუთაისის "ტორპედოსთან" მოგებას ვაპირებთ!
ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ჟილინა" - პუხოვი გახსოვთ?..
"ჟილინა" ქუთაისში იმედიანად მოდის - "ტორპედოსაც" გადავლახავთ და სხვასაც
წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული