სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ადრიან გულამ მის განკარგულებაში მყოფი 22 ფეხბურთელი (აქედან 2 მეკარე) დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ავარჯიშა, შემდეგ კი პრესკონფერენციაც გამართა.
ადრიან გულა:
"ტორპედოს" ორი სპარინგი ვნახეთ ავსტრიაში. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია სლოვაკური გუნდებისგან, რომლებსაც ქართულ ფეხბურთთან ოდესმე რაიმე შეხება ჰქონიათ.
ქუთაისს ძალიან ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, რომელიც ესპანელი მწვრთნელის თავკაცობით ცდილობს, კომბინაციური თამაში აჩვენოს, რასაც ჩვენ კონტრშეტევებს
ძალიან მომეწონა თქვენი სტადიონი და მოედანიც. ჩემი ფეხბურთელები 100 პროცენტით მზად არიან ხვალინდელი მატჩისთვის.
შანსებს რაც შეეხება, პროცენტულად გამიჭირდება შეფასება. იმედი მაქვს, რომ სანახაობრივი თამაში შედგება, რომლის ხილვით მაყურებელი სიამოვნებას მიიღებს.
"ჟილინას" მწვრთნელის რანგში ეს ჩემთვის პირველი მატჩი იქნება ევროთასზე და ამიტომ მოგებას ვაპირებთ".
"ტორპედოს" ოფიციალური ვებგვერდის ვარაუდით, ჟილინელთა დამრიგებელი გუნდს შემდეგი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანს მოედანზე: დუბრავკა - მაბუკა, პიაჩეკი, ვავრო, ჩისეი - პეჩოვსკი - მიხალიკი, პაური, ბელლო, სკვარკა - პიხი.
რაც შეეხება "ტორპედოს", გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი შეგირდებს "ცენტრალურზე" 3 ივლისს, 19:00 საათიდან ავარჯიშებს, შემდეგ კი პრესკონფერენციასაც გამართავს.
მომზადებულია fctorpedo.ge-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ჟილინა" - პუხოვი გახსოვთ?..
"ჟილინა" ქუთაისში იმედიანად მოდის - "ტორპედოსაც" გადავლახავთ და სხვასაც
წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია