გიორგი კუხიანიძე: ყველას დავანახებთ, რომ მთავარია მონდომება

AutoSharing Option
4 ივლისს ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "ჟილინას" უმასპინძლებს.

მომავალი მატჩის წინ ქუთაისური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გუნდის ფეხბურთელების კომენტარები გამოაქვეყნა.

გიორგი კუხიანიძე:
"ახალმა მწვრთნელმა გუნდში ახალი ტაქტიკა დანერგა. ვფიქრობ, რომ ვინც დაიმსახურა, 4-ში აუცილებლად გაიყვანს მოედანზე და ბიჭები ყველაფერს ვიღონებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ.

"ჟილინა" სერიოზული გუნდია, რაც იმით მოწმობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მყოფი შემადგენლობიდან დღესაც ჰყავს შენარჩუნებული ფეხბურთელები.

ვუყურეთ ამ გუნდის ამხანაგურ თამაშებს. ვფიქრობ, ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს და ურთულესი თამაში გველის.

ვიტყოდი, რომ
მეტოქეს მეტი შანსი აქვს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენზე გამოცდილები არიან და პირველ მატჩს სტუმრად თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ყველას დავანახებთ, რომ მთავარია მონდომება და მოედანზე ყველაფრის გაღება.

ფეხბურთელების სახელით ყველას ვთხოვთ, მოვიდნენ სტადიონზე და თვითონაც დაინახავენ, რომ ბიჭები ბოლომდე დავიხარჯებით და მათი თანადგომით შესაძლებელი იქნება შემდეგ ეტაპზე "ტორპედოს" თამაში".


fctorpedo.ge

ასევე იხილეთ:
"ჟილინას" მთავარი მწვრთნელი: ქუთაისის "ტორპედოსთან" მოგებას ვაპირებთ!
ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ჟილინა" - პუხოვი გახსოვთ?..
"ჟილინა" ქუთაისში იმედიანად მოდის - "ტორპედოსაც" გადავლახავთ და სხვასაც
წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული