მატჩის დასრულების შემდეგ "ჟილინას" მთავარმა მწვრთნელმა ადრიან გულამ კომენტარი გააკეთა.
- ტექნიკურად ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ ძალიან კარგად ვითამაშეთ და ლამაზ სტილში გავიმარჯვეთ.
- მატჩის დებიუტში "ტორპედო" უკეთესად გამოიყურებოდა და თუ მოელოდით, რომ საბოლოოდ ასეთი ანგარიშით გაიმარჯვებდით?
- ვიცოდით, რომ "ტორპედო" თამაშს ძლიერად იწყებს, თანაც გულშემატკივრების ფაქტორიც გასათვალისწინებელი იყო, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად აღმოვჩნდით, საწყისი მღელვარების შემდეგ თამაში დავალაგეთ და სასურველ მიზანს მივაღწიეთ.
-
- პირველ ტაიმში ჩვენ მართლაც ვერ ვითამაშეთ ეფექტურად. მატჩის მეორე ნახევარში სტრატეგია არ შეგვიცვლია, მაგრამ კონკრეტულ ფეხბურთელებს მივუთითეთ, სად უფრო აგრესიულად უნდა ემოქმედათ და ამან გაამართლა.
- რამდენად მოსალოდნელი იყო ასეთი სოლიდური სხვაობით მოგება?
- პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, თანაც, ისეთ კარგ გუნდთან, როგორიც "ტორპედოა".
- მეტოქე გუნდისგან რომელიმე ფეხბურთელს თუ გამოარჩევდით?
- კარგად თამაშობდნენ კუხიანიძე და ტაბატაძე. ყველაზე დიდ პრობლემებს ეს ორი ფეხბურთელი გვიქმნიდა.
- "ჟილინამ" დღეს შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენა?
- ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს კიდევ უფრო კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლია.
- სტუმრად 3:0-ით მოგების შემდეგ ფიქრობთ, რომ შემდეგი ეტაპის საგზური მოპოვებული გაქვთ?
- სოლიდური ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ წინ კიდევ ორი ტაიმი გველის და განმეორებით შეხვედრას მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟერარდ სარაგოსა: დღეს წავაგეთ, მაგრამ ხვალ ჩვენთვისაც ამოვა მზე
ტორპედო-ჟილინა 0:3 - სირცხვილი და ვნებათაღელვა ქუთაისში [VIDEO]
შეტაკება ქუთაისის "ტორპედოს" ქომაგებსა და პოლიციას შორის [VIDEO]