"ტორპედოს" დირექტორი: კლუბსა და ქომაგებს შორის დაპირისპირება არ არსებობს

AutoSharing Option
კლუბსა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება არ არსებობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა 4 ივლისს მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, 4 ივლისს არაფერი ისეთი არ მომხდარა, რომ აჟიოტაჟის ატეხვა ღირდეს.

"რაც შეეხება მომხდარ ინციდენტს, ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ევროპულ სტადიონზე, ყოველთვის ხდება, რომ ვიღაც უკმაყოფილოა და შესაბამისად, თავის პროტესტს გამოთქვამს.

ეს ჩვეულებრივი მომენტი და ჩვეულებრივი მოვლენაა. უბრალოდ, ჩვენ ცოტა სხვანაირად აღვიქვამთ.

ჩვენ გვექნება შეხვედრა გულშემატკივრებთან, სადაც განვიხილავთ, თუ რა
არის მათთვის მისაღები და რა - არა. ეს არ არის დაპირისპირება კლუბსა და გულშემატკივრებს შორის და არც ისეთი ფაქტი მომხდარა, რომ აჟიოტაჟის ატეხვა ღირდეს",
- განაცხადა პაპიაშვილმა.

რაც შეეხება გულშემატკივრების უკმაყოფილებას გუნდის პოლიტიკასთან დაკავშირებით, როგორც პაპიაშვილი აცხადებს, გუნდის სტრატეგია ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაკეთდა და ეს მომავალში მთელ საქართველოს გამოადგება.

"ჟილინა" არის საკმაოდ გამოცდილი გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. ეს გუნდი 2 წლის წინ "უეფას" ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობდა "მარსელთან" და "ჩელსისთან" ერთად.

ბიჭებს გუშინ ცდა არ დაუკლიათ, რომ თავი გამოეჩინათ. მათ სრულად დადეს თავიანთ
ი შესაძლებლობები. ჩვენი პოლიტიკა და მიმართულება არის იმ თაობის გაზრდა, რომელიც საქართველოს გამოადგება", - აღნიშნა პაპიაშვილმა.

როგორც "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობს, კლუბს 4 ივლისს მომხდარი ინციდენტის გამო სანქციები დაეკისრება.

ქუთაისის "ტორპედოსა" და სლოვაკეთის "ჟილინას" შეხვედრა არეულობებით დასრულდა. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრების უკმაყოფილება "ტორპედოს" 0:3-ით დამარცხებას მოჰყვა.

გუნდის ქომაგები "ტორპედოს" ხელმძღვანელობას დაუპირისპირდნენ.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრებს კლუბის ხელმძღვანელობასთან პრეტენზიები მას შემდეგ აქვთ, რაც გასული სეზონის ბოლოს გუნდში ცვლილებები განხორციელდა და როგორც მწვრთნელი, ისე შემადგენლობა შეიცვალა - მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ესპანელი ჟერარდ სარაგოსა, რომელიც მანამდე თბილისის "ლოკომოტივში" მუშაობდა.

ახალი მწვრთნელისა და კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში "ლოკომოტივის" ახალგაზრდა ფეხბურთელები გადავიდნენ.

ამასთან, "ტორპედოს" ხელმძღვანელობასა და ქუთაისელ გულშემატკივრებს შორის 4 ივლისის დაპირისპირების განსამუხტავად სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო.

მცირე დაპირისპირება მოხდა გულშემატკივრებსა და თავად სამართალდამცველებს შორისაც. დააკავეს რამდენიმე გულშემატკივარი.

interpressnews.ge


ასევე იხილეთ:
ტორპედო-ჟილინა 0:3 - სირცხვილი და ვნებათაღელვა ქუთაისში [VIDEO]
შეტაკება ქუთაისის "ტორპედოს" ქომაგებსა და პოლიციას შორის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
რომ მობრძანდით მაშინგაგეკეთებინათ ეს ცვლილებები და ახალგაზრდებზე აქცენტი!!!
Georgi
11:37 05-07-2013
0
ევროტურნირების წინ გუნდის გაახალგაზრდავება არის ქვეყნის პრესტიჟის ფეხებზე დაკიდება.უეფას რეიტინგში უნდა წავიწიოთ წინ რომ განუთესავებში მოვხვდეთ წილისყრისას.თუ სისტემატიურად არ მოვხვდით ლიგის ჯგუფში,ისე ფეხბურთი მომგებიანი ვერ გახდება.
malxazi
12:11 05-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული