პირველი შეხვედრის შემდეგ "ტორპედოს" ესპანელმა დამრიგებელმა ჟერარდ სარაგოსა მულეტმა ძირითად შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა და როგორც ანგარიშიდან ჩანს, ამ ნაბიჯმა სრულებით გაამართლა.
განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, 21 წლის თორნიკე კაპანაძის თამაშია გამოსარჩევი, რომლის ანგარიშზეც დუბლია.
სამწუხაროდ, მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი ვერ ვიხილეთ და შესაბამისად, თამაშის
როგორც "ტორპედოს" ვებგვერდი გვატყობინებს, კაპანაძემ 29-ე წუთზე გოლი მერაბ გიგაურის გადაცემით გაიტანა. მანვე 61-ე წუთზე ანგარიში თორნიკე ტაბატაძის პასით გაათანაბრა. ალეკო მზევაშვილმა კი თავი ინდივიდუალური ოსტატობით გამოიჩინა.
როგორც ჩანს, პირველი მატჩის შედეგმა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ნაადრევად გარკვევამ ფსიქოლოგიური წნეხი ორივე გუნდს მოუხსნა და შეხვედრა უხვგოლიანიც ამიტომ გამოვიდა.
საქართველოს ჩემპიონატის სტარტამდე "ტორპედოს" ახალგაზრდული შემადგენლობისთვის ეს კარგი ტესტი უნდა გამოდგეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტორპედო-ჟილინა 0:3 - სირცხვილი და ვნებათაღელვა ქუთაისში [VIDEO]