დილა-ოლბორგის მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 3 ლარი იქნება

AutoSharing Option
17 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გორის "დილას" ახალწვეულების წარდგენა 16:30 საათზე გაიმართება.

ამის შემდეგ კლუბი ტექნიკურ სპონსორებს წარადგენს.

17:00 საათზე "დილა" გამართავს ვარჯიშს, რომელიც პირველი 15 წუთი ჟურნალისტებისთვის ღია იქნება, ხოლო 17:45 წუთზე იგეგმება "დილას" მეტოქის მთავარი მწვრთნელის, კენტ ნიელსენის პრესკონფერენცია.

17 ივლისიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყება მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, რომლის ფასი 3 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დილა-ოლბორგის შეხვედრა 18 ივლისს 18:00 საათზე დაიწყება და ამ მატჩს გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

fcdila.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
აიი ზუსტად მასეა რაა, მე პირადად თბილისში ვმუშაობ და იმის გამო, რომ 18 საათზეა თამაში ვერ ვახერხებ თამაშზე წასვლას... და ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც მაგის გამო ვერ ახერხებს...
0
რა უბედურებაა 18 საათი რატო 20-ზე არ იწყება როგორც დინამო მერე იტყვიტ ხალხი არ დადისოო ეეეეეეეეეეე მაგრად მინდოდა წამოსვლა მით უმეტეს გორიდან სამსახურის ხალხის დიდი ნაწილი ვერ მოახერხებს ჩამოსვლას
bibo
18:15 16-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული