ამის შემდეგ კლუბი ტექნიკურ სპონსორებს წარადგენს.
17:00 საათზე "დილა" გამართავს ვარჯიშს, რომელიც პირველი 15 წუთი ჟურნალისტებისთვის ღია იქნება, ხოლო 17:45 წუთზე იგეგმება "დილას" მეტოქის მთავარი მწვრთნელის, კენტ ნიელსენის პრესკონფერენცია.
17 ივლისიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყება მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, რომლის ფასი 3 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ დილა-ოლბორგის შეხვედრა 18 ივლისს 18:00 საათზე დაიწყება და ამ მატჩს გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
fcdila.ge