გორელებმა ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის I მატჩში მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და შემდეგი რაუნდისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
კენტ ნილსენი ("ოლბორგის" მთავარი მწვრთნელი):
"ძალიან გაწბილებული ვარ. მატჩის მსვლელობისას შევეცადეთ, შეგვეცვალა რაღაცები, მაგრამ არ გამოგვივიდა. შეცდომები დავუშვით და ეს ძვირად დაგვიჯდა. "დილას" გამარჯვებას ვულოცავ, საინტერესო თამაში გამოვიდა".
გიორგი დევდარიანი ("დილას" მთავარი მწვრთნელი):
"ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს მოედანზე ყველაფერი დადო. ჩვენი ტაქტიკა
ველოდით იმას, რომ დოლიძე მეორე ტაიმში დაიღლებოდა და შეცვლაზე შესულ გორელიშვილს უნდა გაემწვავებინა თამაში. გორელიშვილი და აბურჯანია - ორივეს მოედანზე შემოსვლამ გაამართლა.
ვერ დავეთანხმები იმას, რომ ალადაშვილი და გურული პასიურები იყვნენ. გურულს დანიელთა მე-20 ნომრის განეიტრალება ჰქონდა დავალებული და საქმეს თავი კარგად გაართვა. სხვა თამაშში სხვანაირად ვიმოქმედებთ.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უკვე თავი ქუდში გვაქვს. ეს ფეხბურთელებს მატჩის შემდეგაც ვუთხარი გასახდელში. მე მაინც მგონია, რომ "ოლბორგზე" უარყოფითად იმოქმედა მგზავრობამ და კლიმატმა, მეორე ტაიმში მათ, ცოტა არ იყოს, გაუჭირდათ მოძრაობა. დანიაში კი "ოლბორგს" ეს აღარ დაემართება.
ალექსანდრე კვახაძე ტრავმის გამო გვაკლდა, ქუსლის მყესი აქვს დაჭიმული და იმედია, საპასუხო მატჩისთვის გამოჯანმრთელდება.
რატი ალექსიძე ჯერ არ არის მზად, რომ ერთი ტაიმი ითამაშოს. იმედი მაქვს, შევა ფორმაში, მისი გამოცდილება ძალიან გამოგვადგება".
იხილეთ ვიდეო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]
წარმატებები გორის დილას და ყველა ქრთულ გუნდს.