გორის "დილამ" ოლბორგში ივარჯიშა - ყველა მწყობრშია

AutoSharing Option
როგორც მოგახსენეთ, ევროპის ლიგის განმეორებითი შეხვედრისთვის "დილა" ქ. ოლბორგში თბილისი-სტამბული-კოპენჰაგენის გავლით 22 ივლისს, საღამოს ჩაფრინდა.

გუნდი ოლბორგის მახლობლად მდებარე სასტუმრო Comwell Rebild Bakker-ში დაბინავდა, სადაც დანიის ეროვნული ნაკრები საშინაო მატჩის დროს გადის მოსამზადებელ შეკრებას, რადგან პირობები იდეალურია.

23-ში კი "დილამ" პირველი ვარჯიში გამართა "ოლბორგის" საწვრთნელ ბაზაზე, რომელიც მასპინძლებმა გორელ ფეხბურთელებს სავარჯიშოდ დაუთმეს.

ყველა მოთამაშე მწყობრშია და სრული დატვირთვით ემზადება. მცირეოდენი ტრავმა აწუხებს ირაკლი მოდებაძეს, რომელიც იმედია, მატჩამდე მზადყოფნაში იქნება.

მიუხე
დავად პირველ შეხვედრაში დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, ყველა საკმაოდ დაძაბული მატჩის მოლოდინშია და სრული სერიოზულობით ემზადება მომავალი დაპირისპირებისთვის.

გორელები 25 ივლისს ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშებენ.

25 ივლისს გასამართი მატჩი თბილისის დროით 22:15 წუთზე დაიწყება.

fcdila.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული